რა ასწავლა ნადეჟდა სავჩენკოს სატელეფონო სექსის ოპერატორად მუშაობამ

რა ასწავლა ნადეჟდა სავჩენკოს სატელეფონო სექსის ოპერატორად მუშაობამ

უმაღლესი რადას დეპუტატი ნადეჟდა სავჩენკო მიიჩნევს, რომ სატელეფონო სექსის ოპერატორად მუშაობამ ასწავლა, კარგად გარკვეულიყო მამაკაცების ხასიათში. ამის შესახებ სავჩენკომ ტელეკომპანიის 112 Украина ეთერში ისაუბრა.

”უნდა მივმხვდარიყავი, კლიენტებიდან ვინ იქნებოდა რეალური გადამხდელი, ამისთვის კი მთელი სისტემა არსებობს - შესაძლოა, ისეთი, როგორიც ტელეკომპანიებს აქვთ. არის მორბენალი სტრიქონიც, მუდმივად ამოწმებ ინფორმაციას,” - განაცხადა სავჩენკომ და აღნიშნა, რომ მისი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია სამხედრო ხელმძღვანელებს დიდად არ მოეწონათ.

სატელეფონო სექსის ოპერატორად მუშაობის შესახებ სავჩენკომ ადრეც ისაუბრა. რამდენიმე თვის წინ გამოცემასთან Главком დეპუტატმა განაცხადა, რომ 21 წლის იყო, როდესაც ნახა განცხადება, რომ სჭირდებოდათ სასიამოვნო ხმის გოგონა, რომელიც ნებისმიერ თემაზე ისაუბრებდა. გასაუბრებაზე კი წაიკითხა ეროტიკული სცენა ერთ-ერთი რომანიდან და სავჩენკო სამსახურში მიიღეს. მისი ინფორმაციით, ანაზღაურება ძალიან მაღალი იყო - 100 დოლარი საათში.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს