აპლიკაციები, რომლებიც ღალატის იდეალურად დამალვის საშუალებას იძლევა

აპლიკაციები, რომლებიც ღალატის იდეალურად დამალვის საშუალებას იძლევა

გღალატობთ თუ არა პარტნიორი, ამის გაგება სულ ცოტა ხნის წინ მისი ელექტრონული ფოსტის, ან ინტერნეტბრაუზერის ისტორიის საშუალებით შეგეძლოთ. თუმცა ახალი აპლიკაციების წყალობით ღალატის დამალვა კიდევ უფრო მარტივი გახდა.

თუ ეჭვობთ, რომ საყვარელი ადამიანი გღალატობთ, ალბათ, ვერასოდეს მოიფიქრებდით, მის ტელეფონში კალკულატორი შეგემოწმებინათ. აპლიკაცია Private Photo ძალიან ჰგავს კალკულატორს, თუმცა რეალურად პრივატული ფოტოების შესანახად გამოიყენებენ.

”მოღალატე” აპლიკაციებს შორის, შესაძლოა, იყოს Tiger Text, რომელიც ბიზნესმენებისთვის შეიქმნა, თუმცა საშუალებას იძლევა, დამალოს მომხმარებლების ტექსტები.

თუ რომანი გაქვთ და გეშინიათ, პარტნიორმა არ გაგიგოთ, შეგიძლიათ, ტელეფონზე დააინსტალიროთ აპლიკაცია Nosy Trap, რომ დაიჭიროთ მოთვალთვალე პარტნიორი, სანამ ის თქვენ გამოგიჭერთ. აპლიკაციის დაინსტალირების შემდეგ თუ ვინმე შეეცდება, თქვენი ტელეფონი გაჩხრიკოს, წინა კამერა მას სურათს გადაუღებს.

ოთახში მოულოდნელად შესვლისას თუ დაინახავთ, რომ პარტნიორმა ტელეფონიანი ხელი სწრაფად გაიქნია, შეამოწმეთ, ხომ არ აქვს დაინსტალირებული Fox Private Message, აპლიკაციის მეშვეობით მოწყობილობის გაქნევისას მესიჯები იშლება.

ამასთან, აპლიკაციას გზავნილების შენიღბვა შეუძლია - თუ მონიშნავთ საჭირო კონტაქტს, მისგან მოსული მესიჯები აპლიკაციაში შეინახება და არა ჩვეულებრივ ინბოქსში.

მომზადებულია independent.co.uk-ის მიხედვით

როგორ დავიკლოთ წონაში შიმშილის გარეშე - დიეტოლოგის რჩევები

ფოტოგრაფ ზაქარია ჭელიძის ფოტო ექსპერიმენტი „ასპრიაში“

"გამელოტებული კაცის ვარცხნილობა აქვს და ქარი ხან მარჯვნიდან უქიქინებს თავზე, ხან - მარცხნიდან" - გაიცანით თბილისის ზოოპარკის ახალი ბინადარი