"თეთრი სიკვდილი" - მნიშვნელოვანი ინფორმაცია შაქარსა და მარილზე, რაც ბევრმა თქვენგანმა არ იცის

"თეთრი სიკვდილი" - მნიშვნელოვანი ინფორმაცია შაქარსა და მარილზე, რაც ბევრმა თქვენგანმა არ იცის

გემრიელი საჭმელი წარმოუდგენელია მარილის გარეშე, ასევე რთულია უარის თქმა ტკბილეულზე. "თეთრი სიკვდილი" - ასე უწოდებენ შაქარს და მარილს, ორ ყველაზე პოპულარულ პროდუქტს ჩვენ საკვებ რაციონში. რა საშიშროებას წარმოადგენს შაქარი და მარილი ჩვენი ორგანიზმისთვის, რა რაოდენობითაა მათი გამოყენება დასაშვები, წარმოადგენს თუ არა აუცილებლობას მათი მიღება და რითი შეიძლება ჩავანაცვლოთ ისინი? - ამ კითხვებზე პასუხს "პალიტრანიუსის" გადაცემა "არცოდნა აკრძალულია" გაგცემთ.

მიუხედავად შაქრის მავნე თვისებებისა, ის აუცილებელი პროდუქტია ჩვენი ორგანიზმისთვის. შაქრის დასაშვები დღიური დოზა დაახლოებით 9 ჩაის კოვზია, ამ რაოდენობით შაქრის მიღება არ წარმოადგენს საშიშროებას, პირიქით ის აუცილებელიც კია, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მთელი დღის განმავლობაში 9 კოვზი შაქრის ჩაყრის უფლება გაქვთ ჩაიში, ან ყავაში. ამ ციფრში იგულისხმება არამხოლოდ სუფთა სახით მიღებული ეს პროდუქტი, არამედ ნებისმიერი პროდუქტი, რომელიც შაქარს შეიცავს. მაგალითად, ერთ ძეხვიან ბუტერბროტში 4 ჩაის კოვზი შაქარია, ანუ დღიური ნორმის თითქმის ნახევარი. ამიტომ ნებისმიერი მზა პროდუქტის მიღებამდე წაიკითხეთ მისი შემადგენლობა, თუ პროდუქტი შეიცავს შაქარს, ნუღარ მიირთმევთ მასთან ერთად შაქარს სუფთა სახით.

იხილეთ ვიდეო: ყველაფერი შაქრის შემცვლელებზე, ხელოვნურ დამატკბობლებზე და მათ მავნე მოქმედებებზე

შაქრის მისაღებად ძირითად წყაროს თეთრი ჭარხალი წარმოადგენს, ის ფესვია, რომელიც მიწის ქვეშ იზრდება. 20 კილოგრამი შაქრისგან დაახლოებით 3 კილონახევარი შაქარი მზადდება, შაქრის დამზადების პროცესი კი შემდეგნაირია: მოსავლის აღების შემდეგ გარეცხილი ჭარხალი იჭრება პატარა ნაჭრებად, ემატება წყალი და იხარშება. მიღებული ტკბილი სიროფი კრისტალდება, რომლის დაფქვის შედეგადაც ვიღებთ შაქარს, ერთ-ერთ ყველაზე მავნე პროდუქტს.

ლერწმის შაქარი, მცენარე, რომლისგანაც ყავისფერი შაქარი მზადდება, მისი სამშობლო ინდოეთია და ის, ჭარხლის შაქარზე გაცილებით ადრე გამოიყენებოდა საკვებად. დღეს უკვე მაღაზიისა და სუპერმარკეტების დახლებზე ყავისფერი შაქარის არჩევანიც გაჩნდა, ის ჩვეულებრივ შაქარზე 4-ჯერ ძვირია, ბევრი თვლის, რომ პროდუქტს მაღალი ფასი მისი სასარგებლო თვისებების გამო აქვს და ის ჩვეულებრივ შაქართან შედარებით უსაფრთხოა. სინამდვილეში ადვილად ათვისებადი ნახშირწყლები ორივე სახის შაქარში ერთნაირი პროცენტულობითაა, ანუ ყავისფერი და თეთრი შაქარიც ერთნაირად სახიფათოა ორგანიზმისთვის, თუმცა თეთრისგან განსხვავებით ყავისფერი შაქრის შემადგენლობაში გარკვეული რაოდენობის ვიტამინები და მინერალებია შენარჩუნებული. ამიტომ უმჯობესია არჩევანი ყავისფერ შაქარზე გააკეთოთ, თუმცა უნდა გახსოვდეთ, რომ ისიც მავნებელია, უბრალოდ მავნე თვისებებთან ერთად დადებითიც გააჩნია.

იხილეთ ექსპერიმენტი: როგორ ატყუებენ მომხმარებლებს შაქრის არაკეთილსინდისიერი მწარმოებლები

ყავისფერი შაქარი შედარებით ძვირადღირებული პროდუქტია, ამიტომ არაკეთილსინდისიერი მწარმოებლები ხშირად თეთრ შაქარს ღებავენ და მას ყავისფერ შაქრად ასაღებენ. იმისთვის რომ არ მოტყუვდეთ და იაფიან პროდუქტში ძვირი არ გადაიხადოთ, შეამოწმეთ.

  • თბილ წყალში ჩაყარეთ შაქრის კუბიკი და დააკვირდით მას, თუ დნობისას შაქრის კრისტალები გათეთრდა, თქვენ ფალსიფიცირებული პროდუქტი შემოგაპარეს, რადგან ნატურალური ლერწმის შაქარი ყავისფერია და ის წყალში მოხვედრის შემთხვევაშიც ყავისფერი დარჩება.
  • ლერწმის შაქრის ყიდვისას ასევე დააკვირდით ეტიკეტს და გაითვალისწინეთ, უკეთესია თუკი პროდუქტი სამხრეთ ამერიკული ქვეყნიდან იქნება და აუცილებლად ეწერება სიტყვა - არარაფინირებული.
  • ჭარხლის თეთრი შაქრის ყიდვისას კი პირიქით, უმჯობესია რაფინირებული შეიძინოთ. რაც უფრო ძნელად იხსნება რაფინირებული შაქრის კუბიკი წყალში, მით უფრო ტკბილია.
  • ჭარხლის შაქარი უნდა იყოს ქათქათა თეთრი, მოყვითალო შეფერილობა მეტყველებს იმაზე, რომ კარგად არ იყო დაცული პროდუქტის მომზადების წესები.
იოდიზირებული მარილის შეძენის შემთხვევაშიც გასათვალისწინებელია ერთი მნიშვნელოვანი რჩევა. ეტიკეტზე უნდა ეწეროს, რომ მარილი იოდატით არის გამდიდრებული და არა იოდიდით, რადგან იოდიდი იოლად ორთქლდება, განსაკუთრებით ნესტიან გარემოში და მასზე მზის სხივების ზემოქმედების შედეგად. და ბოლო რჩევა, კარგად დააკვირდით მარილს და შაქარს, თუ წყალში ჩაყრისა და მორევის შემდეგ კრისტალები ბოლომდე არ გადნა, დიდი ალბათობით გაბევრების მიზნით მათში დაფხვნილი შუშაა გარეული.

იხილეთ: "არცოდნა აკრძალულია" - ყველაფერი შაქრისა და მარილის შესახებ

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს