რატომ მიიჩნევა, რომ ვარდისფერი გოგონების, ცისფერი კი - ბიჭების ფერია

რატომ მიიჩნევა, რომ ვარდისფერი გოგონების, ცისფერი კი - ბიჭების ფერია

დღეისთვის მიჩნეულია, რომ ვარდისფერი გოგონების ფერია, ცისფერი კი - ბიჭების, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე ბავშვების სამოსის ფერს ეხება. თუმცა, ფერების გადანაწილება ყოველთვის ასე არ იყო, ბიჭებისთვის ვარდისფერი ისეთივე ჩვეულებრივი იყო, როგორიც გოგონებისთვის.

ფერების ექსპერტი და ლექტორი გეივინ ევანსი "ბიზნეს ინსაიდერთან" ამბობს, რომ მეცხრამეტე საუკუნის ბოლოსა და მეოცე საუკუნის დასაწყისში გაჩნდა რეკლამები, რომლებიც მშობლებს არწმუნებდნენ, რომ ბიჭებისთვის ვარდისფერი სამოსი ჩაეცმიათ. ამ შემთხვევაში, რეკლამის ავტორების მტკიცებით, ბიჭები ბევრად მამაკაცურები იქნებოდნენ. გოგონებისთვის კი ცისფერ სამოსს ურჩევდნენ, მეტი სინაზისთვის.

ევანსის განმარტებით, რჩევას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა. ლურჯი, ევროპის დიდ ნაწილში, ყოველთვის მოიაზრებოდა ქალის ფერად, რადგან ცისფერი ღვთისმშობლის  სამოსისთვის ბევრ ხატსა თუ ნახატზეა გამოყენებული.

ვარდისფერი კი, ექსპერტის თქმით, მამაკაცური წითლის ბავშვური, ბიჭური ვერსია იყო.

ფერებზე შეხედულება კვლავ სარეკლამო სააგენტოებმა შეცვალეს. მეოცე საუკუნის შუა პერიოდში, უფრო კონკრეტულად კი 1950-იან წლებში რამდენიმე სარეკლამო სააგენტომ წამოიწყო ფართომასშტაბიანი კამპანია, რომელიც მშობლებს გოგოებისთვის ვარდისფერ, ბიჭებისთვის კი - ცისფერი ტანსაცმლის ყიდვას ურჩევდა. კამპანიას ეფექტი ნამდვილად ჰქონდა, ვარდისფერი გოგოს ფერად, ცისფერი კი - ბიჭისად დამკვიდრდა ადამიანების ცნობიერებაში.

გეივინ ევანსი საკუთარ წიგნში The Story of Colour განმარტავს, რომ ფერების შესახებ შეხედულებებით, ჩვენი კულტურის, გავლენით მუდმივად წნეხის ქვეშ ვართ. მაგალითად - ინგლისურენოვანი სამყაროსთვის შავი სიკვდილთან არის ასოცირებული, მწვანე კი - ბრაზთან. თუმცა ვარდისფერისა და ცისფერის შესახებ შეხედულებები პერიოდულად იცვლება.

მომზადებულია indy100.com-ის მიხედვით

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს