ყველაზე მდიდარი სამეფო ოჯახები - რამდენ მილიონს იღებენ მონარქები ბიუჯეტიდან

ყველაზე მდიდარი სამეფო ოჯახები - რამდენ მილიონს იღებენ მონარქები ბიუჯეტიდან

ევროპელი მონარქების უმეტესობას საკმაოდ სოლიდური შემოსავალი აქვს, თუმცა ზოგი მათგანი ქვეყნის ბიუჯეტიდან 1 ევროსაც არ იღებს.

პრინცი ჰანს-ადამ მეორე, ლიხტენშტეინი - მცირე შემოსავალი

პრინცს არ აქვს ოფიციალური ხელფასი, მაგრამ წლიურად იღებს 250 000 შვეიცარიულ ფრანკს (217 ათასი ევრო) და არ იხდის გადასახადებს.

ლიხტენშტეინის სამეფო ოჯახს შემოსავალი აქვს საკუთარი ბანკისგან LGT Group.

”ფორბსის” 2008 წლის მონაცემებით, ლიხტენშტეინის სამეფო ოჯახის ქონება 5 მლრდ დოლარს შეადგენდა.

პრინცი ჰანს ადამ II

მეფე ფილიპ მეექვსე და დედოფალი ლეტიცია, ესპანეთი - 7.8 მლნ ევრო

ესპანეთის სამეფო ოჯახი სახელმწიფოსგან სოლიდურ ხელფასს იღებს. ქვეყნის ეროვნული მემკვიდრეობის ჯგუფი განაგებს 8 სამეფო სასახლეს, 5 სამეფო რეზიდენციას და 10 მონასტერს.

მეფე ფილიპი და დედოფალი ლეტიცია ბრიტანეთის დედოფალ ელისაბედთან და პრინც ფილიპთან ერთად

დედოფალი მარგარეტ მეორე, დანია - 10.7 მლნ ევრო

2017 წლის 1 აპრილის მონაცემებით, დანიის სამეფო ოჯახი სახელმწიფოსგან წლიურად 10.7 მლნ ევროს იღებს. პრინცი ჰენრიკი, დედოფალ მარგარეტის ქმარი ამ თანხის 10%-ს იღებს, პრინცესა ბენედიქტე, დედოფლის და კი - 1.5%-ს.

დანიის სამეფო ოჯახი

მეფე ფილიპი, ბელგია — 11.6 მლნ ევრო

2013 წლის მონაცემებით, ბელგიის სამეფო ოჯახი სახელმწიფოსგან წელიწადში 11. 6 მლნ ევროს იღებდა.

დედოფალი მატილდა და მეფე ფილიპი

მეფე ჰარალდ V, ნორვეგია - 26.6 მლნ ევრო

2017 წელს ნორვეგიის ხელისუფლებამ სამეფო ოჯახისთვის 26.6 მლნ, მეფისა და დედოფლოს პირადი ხარჯებისთვის დამატებით 1.2 მლნ ევრო, პრინცისა და პრინცესასთვის კი - 1 მლნ ევრო გამოჰყო.

სამეფო რეზიდენციები სახელმწიფოს მფლობელობაშია და საზოგადოებისთვის ღიაა.

ნორვეგიის მეფე ჰარალდი და პრინცესა მატილდა

პრინც ალბერტ II, მონაკო - 43.5 მლნ ევრო

2015 წელს მონაკომ სამეფო ოჯახისთვის 43.5 მლნ ევრო დახარჯა, 2013-ში ეს ხარჯი გაცილებით მცირე იყო და €35.7 მილიონს შეადგენდა.

”ფორბსის” მონაცემებით, მონაკოს სამეფო ოჯახის ქონება 2010 წელს 1 მილიარდ დოლარს შეადგენდა. მათ მფლობელობაშია მიწები, სასახლეები, ანტიკური მანქანები, წილი კურორტიდან Societe des Bains de Mer და უიშვიათესი მარკების კოლექცია.

პრინცი ალბერტი მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია.

პრინცესა შარლენი და პრინცი ალბერტ II

დედოფალი ელისაბედ II, დიდი ბრიტანეთი, — 47.5 მლნ ევრო (£42.8)

ამ თანხის გარდა, დედოფალმა 2016-2017 წლებში მიიღო დამატებით £14.9 მილიონი.

სამეფო ქონება, მათ შორის ბუკინგემის სასახლე და სამეფო სამკაულები არ არის დედოფლის პერსონალური კუთვნილება, ის ბრიტანეთის სახელმწიფოს ეკუთვნის.

თუმცა, დედოფალი ფლობს ბალმორალისა და სანდრინგემის სასახლეებს.

დედოფალი ელისაბედი

მომზადებულია standard.co.uk მიხედვით

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს