სოფლური სტილის პაბი მსოფლიოში საუკეთესო რესტორნად დასახელდა

სოფლური სტილის პაბი მსოფლიოში საუკეთესო რესტორნად დასახელდა

ბრიტანული, სოფლური სტილის პაბი, TripAdvisor-ის მიხედვით, მსოფლიოში საუკეთესო რესტორანია. პაბი სახელწოდებით Black Swan (”შავი გედი”) გამარჯვებულად ბოლო ერთი წლის მანძილზე მილიონობით გამოხმაურების მიხედვით დასახელდა.

პაბი იორკშირში მდებარეობს და მას მზარეული ტომი ბენქსი და მისი ძმა, ჯეიმსი მართავენ.

”ამ ჯილდოს მიღება ჩემთვის ძალიან დიდი პატივია და განსაკუთრებით მიხარია, რომ ის ჩვენი სტუმრების დადებითი გამოხმაურებების საფუძველზე მივიღე,” - განაცხადა ბენქსმა.

TripAdvisor-ის რეიტინგის მიხედვით მსოფლიოს საუკეთესო რესტორნები ასე გადანაწილდა:

1. Black Swan, ბრიტანეთი

2. Belmond Le Manoir aux Quat'Saisons, ბრიტანეთი

3. Maison Lameloise, საფრანგეთი

4. L'Auberge de l'Ill, საფრანგეთი

5. Martin Berasategui, ესპანეთი

6. Daniel, აშშ

7. La Colombe, სამხრეთ აფრიკა

8. David's Kitchen, ტაილანდი

9. Maido, პერუ

10. El Celler de Can Roca, ესპანეთი

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს