შრიფტი
12:03 / 13-10-2017
"ეს პერიოდი განსაკუთრებით დადებითად აისახება მორიელზე, კირჩხიბზე, თევზებსა და ქალწულზე" - მომდევნო 1 წლის ასტროლოგიური ტენდენციები
ასტროლოგი ქეთი ვაწაძე სოციალურ ქსელში 2017 წლის 10 ოქტომბრიდან 2018 წლის 8 ნოემბრამდე პერიოდის აქტუალურ ტენდენციებზე წერს:

"სასიხარულო მოვლენა უპირველესად მორიელისა და შემდეგ უკვე სხვა წყლისა და მიწის ნიშნებისთვის!
იუპიტერის ტრანზიტი მორიელში!

2017 წლის 10 ოქტომბრიდან იუპიტერი მორიელის ზოდიაქოში გადადის და 2018 წლის 8 ნოემბრამდე ამ ნიშანში დარჩება.
როგორც ვიცით, იუპიტერი მთელი ზოდიაქოს ეკლიპტიკის შემოვლას 12 წელი უნდება, ხოლო თითოეული ზოდიაქოს ნიშნის გავლას კი დაახლოებით 1 წელი.

პლანეტა იუპიტერის მითოლოგიური სახე ბერძნული და რომაული პანთეონის მთავარ ღმერთს, ზევსს უკავშირდება. თავად სახელწოდება იუპიტერი რომაულია და მას, როგორც მთავარ ღმერთს, განსაკუთრებულ პატივს მიაგებდნენ. იუპიტერი, აგრეთვე იღბლის, ბარაქის, სიუხვის, ბედნიერების, ექსპანსიის, სიხარულის, გამარჯვების, საჯარო ასპარეზზე წარმატების სიმბოლოა.

ასტროლოგიაში მიიჩნევა, რომ იუპიტერის ჰარმონიული (ტრინი, სექსტილი) ასპექტები პირად პლანეტებთან (მზე, მთვარე, ვენერა, მარსი) განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და განსაზღვრავს ინდივიდის ქარიზმას, ოპტიმისტურ ხასიათს, აჩვენებს საქმიანობააში წარმატების მაღალ ალბათობას. ჩინური კალენდარი კი სწორედ იუპიტერის ციკლზე არის აგებული. ეზოთერიკაში იუპიტერი შინაგანი ცოდნის, ე.წ. სპირიტუალური ცოდნის სიმბოლოა.

იუპიტერის პრინციპია გაფართოება. იუპიტერის მორიელის ნიშანში ტრანზიტი კი მიანიშნებს, რომ ამ პლანეტის მთავარი თვისებები მორიელის პრიზმაში იქნება გამოვლენილი, ანუ იუპიტერის თვისებები, როგორიცაა ოპტიმიზმი, ექსპანსია, კეთილშობილება, წარმატება, იღბალი, გამარჯვება მორიელის თვისებებით იქნება შეზავებული და მეერვე სახლის სფეროსთვის მახასიათებელ ნიშნებში გამოვლინდება.

მორიელი და მეერვე სახლი განაგებს საფინანსო საბანკო სისტემას, კრედიტებს, მემკვიდრეობას, საკუთრებას, ეჭვიანობას, სიკვდილ-სიცოცხლის მიჯნას, სექსის, ტრანსფორმირების თემებს. იუპიტერის ამ ნიშანში ყოფნა კი სოციალურ სფეროებში ზემოთ ნახსენებ თემებს გაააქტიურებს.

აქცენტირება მოხდება ფინანსურ სისტემაზე, როგორც საკუთარ, ისე სხვის ფინანსებზე, მიუხედავად იმისა, რომ იუპიტერი იღბლიანობის პლანეტაა, მაინც სიფრთხილე გამოიჩინეთ სხვის ფულთან, სხვის რესურსებთან დაკავშირებით. ნუ დასახავთ ინტრიგნულ ან/და ფარულ გეგმებს. აუცილებელია სამართლიანობა, ზრახვებს სისუფთავე, წინააღმდეგ შემთხვევაში იუპიტერთან სხვა პლანეტების დისჰარმონიული ასპექტების დროს სერიოზული პრობლემები შეგექმნებათ.

ზოგადად იუპიტერისთვის მორიელი კომფორტული ნიშანი არ არის, ვინაიდან იუპიტერის ბუნება ცეცხლოვანია, ხოლო მორიელი წყლის სტიქიას წარმოადგენს, ეს ერთგვარი შეუთავსებლობა ამ ტრანზიტზეც აისახება.



ეს ტრანზიტი განსაკუთრებით დადებითად აისახება წყლის ნიშნებზე: მორიელი, კირჩხიბი, თევზები, შემდეგ მიწის ნიშნებზე, უფრო ქალწულზე, კუროებს შესაძლოა ერთი პერიოდი ცოტა გაუჭირდეთ იუპიტერის მზესთან ოპოზიციაში დგომის გამო, ხოლო თხის რქებს სატურნის ტრანზიტი ეწყებათ დეკემბრიდან, თუმცა იუპიტერი მორიელის ტრანზიტი მნიშვნელოვნად შეუმსუბუქებთ მათ სატურნისეულ მკაცრ მოთხოვნებს.

იუპიტერი აგრეთვე დადებითად აისახება იმ ადამიანებზეც, რომლებსაც პირადი პლანეტები ჰყავთ წყლის ნიშნებში: მთვარე, მერკური, ვენერა, მარსი ან/და მნიშვნელოვანი კუთხოვანი სახლები, განსაკუთრებით, ასცენდენტი და მეათე სახლის კუსპიდი (MC, ზენიტი) წყლის ნიშნებში. წესით, სასიკეთო და წარმატების მომცემი უნდა იყოს ასევე მათთვის, ვისაც ე.წ. იუპიტერის მობრუნება აქვს, ანუ იუპიტერი ნათალურ რუქაში მორიელში დგას.

იუპიტერი, გულუხვი, სამართლიანია. ასე რომ თუ გეკუთვნით - არ დაგიკარგავთ!

პირად ასპარეზზე ეს ტრანზიტი ადამიანებს დაეხმარება წამოიწყონ საკუთარი ბიზნესი, გამოიჩინონ უნარები ფინანსების მართვაში. ბევრთან აქტუალური გახდება მემკვიდრეობის საკითხები, ტენდენციური გახდება სიმართლისადმი პატივისცემა, ჭეშმარიტების ძიება და ვიანიდან იუპიტერისთვის, როგორც მშვილდოსნის მმართველისთვის, მორიელი
მე-12 სახლია, ოკულტური მეცნიერებები, მისტიკის საკითხები, მაგია აქტუალური გახდება, ამიტომ ამ სფეროებში განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს, ვინაიდან, თუ ვინმე იქნება შავი მაგიით დაკავებული იუპიტერი, როგორც სამართლიანობის, სამართლის სფეროს მმართველი პლანეტა, დამსჯელად მოევლინება.

ვინაიდან მორიელი სულიერ ტრანსოფრმაციას გულისხმობს, იუპიტერი ერთი წლის მანძილზე ბევრ ინდივიდს უბიძგებს შინაგანი ცვლილებებისკენ. შესაძლოა უკიდურესად ათეისტები ღრმად მოწრმუნენი გახდნენ და პირიქით. საერთო ჯამში კი სპირიტუალური და ეზოთერული თემები ძალიან აქტუალური გახდება, ეს მაინცდამაინც რელიგიურობას არ გულისხმობს, მაგრამ რადგანაც ტრანსოფრმაცია მოიცავს გარკვეულ წმენდას, ძველის მოშორებას, რელიგიური ინსტიტუციების თვალსაზრისით შესაძლოა გარკვეულ რეფორმებს ან რეფორმების ჩატარების მცდელობებს ჰქონდეს ადგილი.

იუპუტერის მორიელში ტრანზიტთან დაკავშირებით ერთ საინტერესო ტენდენციას მინდა გავუსვა ხაზი, ეს ეხება ბუნებრივ მოვლენებს. დაკვირვების შედეგად გამოვლინდა, რომელ სტიქიაშიც არის იუპიტერი, იმ სტიქიისთვის მახასიათებელი მოვლენები ხდება ყველაზე აქტუალური სამყაროში, მაგალითად, თუ იუპიტერი მიწის ნიშანშია, - მეწყერები, მიწისძვრები ყველაზე ხშირად ხდება, იუპიტერის წყლის ნიშანში ტრანზიტს შესაძლოა უხვი ნალექი, წყალდიდობები, ცუნამებიც კი დაერთოს. ცოტა ხნის წინ იუპიტერის სასწორში ტრანზიტს მრავალი ძლიერი ქარიშხალი ახლდა თან (სასწორი ჰაერის სტიქიაა).

მნიშვნელოვანია, რომ იუპიტერი მორიელში დაძაბულ ასპექტებს არ შექმნის უმაღლეს პლანეტებთან, როგორებიცაა ნეპტუნი თევზებში და პლუტონი მორიელში, რაც თავის მხრივ დადებითად აისახება როგორც სოციალურ სფეროებზე, ისე ბევრი ადამიანის საქმიან თუ პირად ცხოვრებაზე.

მოკლედ, მორიელი - ესაა ძალაუფლების, კოლექტიური ფინანსების, საბანკო და მიწისქვეშა სფეროების, სიკვდილის, სექსის და ყველანაირი ტრანსცედენტურის ნიშანი და სწორედ ამ სფეროებშია მოსალოდნელი წინსვლა, წარმატებები, რომელიც მხოლოდ სამართლიანობის დაცვისა და ძალების მოზომვის შემთხვევაშია შესაძლებელი, რადგან იუპიტერი ყველაფერს უხვად, დიდი ოდენობით გვაძლევს და შესაძლოა ბევრ ადამიანს სძლიოს სიხარბემ და მოისურვოს იუპიტერის იმ უზარმაზარი ნობათის აღება, რასაც სამომავლოდ ვერც კი გაუმკლავდეს, განურჩევლად სფეროებისა, ეხება ეს სექსუალურ პარტნიორებსა თუ საბანკო სესხებს, კრედიტებს, სხვის ფულებს, ინვესტიციებს, არ აქვს მნიშვნელობა. ნუ დაკარგავთ ზომიერებას).

დადგა სერიოზული შინაგანი ტრანსფორმაციის ეტაპი როგორც ცალკეული ადამიანების, ისე მთლიანად, საზოგადოებისთვის. კაცობრიობას, ისევე როგორც ცალკე ინდივიდებს ამ პერიოდში შეუძლიათ განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლა, ეს უბრალოდ აუცილებელიც კია.

წარმატება ექნება ყველას, ვინც დაკავშირებულია ზემოთხსენებლ სფეროებთან, ასევე მათ, ვინც ზრუნავს საკუთარ შინაგან ზრდაზე, სრულყოფაზე.

მოვიდა აქტიური, გაბედული ქმედებების, ტრანსფორმაციის დრო!

წარმატებულ ტრანსფორმირებას გისურვებთ ყველას!".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
ფოტოგალერეა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
11:40 / 23-10-2017  Image ავარია ხაშურთან: საჩხერის "ჩიხურას" ავტობუსი ამობრუნდა, დაშავებულია გუნდის კაპიტანი
ფეხბურთელები ბათუმის "დინამოსთან" მატჩის შემდეგ დედაქალაქში მოემგზავრებოდნენ
13:09 / 23-10-2017  Image ვინ იქნება და რა ქონებას ფლობს დედაქალაქის საკრებულოს მომავალი თავმჯდომარე?
თბილისის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე იქნება
10:45 / 23-10-2017  Image Monolith City - მონოლით ჯგუფის პასუხი მომავლის გამოწვევებს
Monolith City შენდება ძველ თბილისში, ორთაჭალაში, გორგასლის მოედნიდან 400 მეტრის მოშორებით
12:15 / 23-10-2017  Image 5 პარტია, რომელმაც არჩევნებზე ყველაზე ნაკლები ხმა მიიღო - ერთ-ერთს მხოლოდ 75-მა ადამიანმა მისცა ხმა
საბოლოო შედეგებს ცენტრალური საარჩევნო კომისია რამდენიმე დღეში გამოაქვეყნებს
09:00 / 23-10-2017  Image ზეციური იერარქია - ყველაფერი, რაც ანგელოზთა დასების შესახებ უნდა იცოდეთ
"ანგელოზებად" იწოდებიან მხოლოდ ზეციურ ძალთა ყველაზე ქვედა საფეხურზე მყოფი არსნი
პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
2017-10-15 07:45:43
ბავშვის აღზრდა რთული და ხანგრძლივი...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49