ვენეცია საცხოვრებლად ვარგისი აღარ იქნება, მარსზე პირველი ადამიანები დასახლდებიან - მოვლენები, რომლებიც 2050 წლამდე მოხდება

ვენეცია საცხოვრებლად ვარგისი აღარ იქნება, მარსზე პირველი ადამიანები დასახლდებიან - მოვლენები, რომლებიც 2050 წლამდე მოხდება

რომ გავთვალოთ, რა მოხდება მომავალში, სულაც არ არის საჭირო, წინასწარმეტყველების ნიჭი გვქონდეს. მეცნიერების ვარაუდზე დაყრდნობით, გთავაზობთ რამდენიმე მოვლენას, რომელიც 2050 წლამდე მოხდება:

2019 წელს : მსოფლიოს რუკაზე, შესაძლოა, ახალი ქვეყნები გაჩნდეს

ბიჰენვილის კუნძული, რომელიც წყნარ ოკეანეში მდებარეობს, ფორმალურად მიიჩნევა პაპუა-ახალი გვინეას ავტონომიურ ტერიტორიად, თუმცა 2019 წლისთვის, დიდი ალბათობით, დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდება. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ რეფერენდუმზე მოსახლეობის უმეტესობა დამოუკიდებლობას მისცემს ხმას.

2020 წელი : დასრულდება მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობის აშენება

დღეისთვის დუბაიში მდებარე ბურჯ-ხალიფა ყველაზე მაღალ შენობად მიიჩნევა, თუმცა 2020 წლისთვის საუდის არაბეთში დასრულდება ”ჯიდა თაუერის” მშენებლობა, რომლის სიმაღლე 1 007 მეტრი იქნება.

2024 წელს : რაკეტა SpaceX მარსზე გაემგზავრება

კომპანია SpaceX, რომელიც 2002 წელს ილონ მასკმა დააარსა, გეგმავს, წითელ პლანეტაზე ჯერ სატვირთო ხომალდი, შემდეგ კი - პირველი ადამიანი გაგზავნოს.

2025 წელს დედამიწის მოსახლეობის რაოდენობა 8 მილიარდს მიაღწევს

გაერო-ს პროგნოზით, 2025 წელს პლანეტის მოსახლეობა 8 მილიარდი ადამიანი იქნება, 2050 წლისთვის კი, შესაძლოა, დედამიწაზე 10 მილიარდი ადამიანი ცხოვრობდეს.

2028 წელს ვენეცია, შესაძლოა, საცხოვრებლად ვარგისი აღარ იყოს

ეს სულ არ ნიშნავს, რომ ქალაქი მთლიანად წყალში ჩაიძირება, თუმცა არსებობს რისკი, რომ ვენეციის ლაგუნაში წყლის დონე ისე აიწევს, რომ სახლები საცხოვრებლად ვარგისი აღარ იქნება.

2033 წელს შედგება მარსზე პილოტირებული გაფრენა, პროგრამით ”ავრორა”

ევროპული კოსმორუსი სააგენტოს პროგრამა მიმართულია მთვარის, მარსის და ასტეროიდების შესასწავლად და გულისხმობს როგორც ავტომატურ გაფრენას, ასევე - პილოტირებულს.

2050 წელს მარსზე კოლონიზაცია განხორციელდება

მეცნიერების ნაწილი ვარაუდობს, რომ 2050 წლისთვის მარსზე დასახლდებიან კოლონისტები, რომლებიც წითელ პლანეტაზე პროგრამის ფარგლებში Mars One დასახლდებიან. მანამდე კი მეცნიერებს უამრავი საკითხი ექნებათ გადასაჭრელი.

მომზადებულია adme.ru-ს მიხედვით

echstars-ის სტარტაპ კვირეული დაიწყო!

ამბავი ქალზე რომელიც მის გარშემო მიმდინარე რელიგიური კონფლიქტის ფონზე ცხოვრობს - რის შესახებაა სან-სებასტიანის კინოფესტივალის ტრიუმფატორი ქართული ფილმი

"ფეხბურთელებმა ისტორიას გადახედონ, ვინ თამაშობდა ამ კლუბში" - კალაძე ფარერულ კლუბთან "დინამოს" მარცხს "სამარცხვინოს", რომან ფიფიას კი "სუსტ მენეჯერს" უწოდებს