თმის შეღებვა მკერდის კიბოს რისკს ზრდის - წელიწადში რამდენჯერ უნდა შევიღებოთ თმა

თმის შეღებვა მკერდის კიბოს რისკს ზრდის - წელიწადში რამდენჯერ უნდა შევიღებოთ თმა

ქალებს, რომლებიც თმას იღებავენ, მკერდის კიბოს განვითარების მეტი რისკი აქვთ, ამის შესახებ ნათქვამია ლონდონელი ქირურგების მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში.

პროფესორი ქეფა მოკბელი, რომელიც ლონდონში პრინცესა გრეისის საავადმყოფოში მუშაობს, ამბობს, რომ თმაშეღებილი ქალებისთვის სიმსივნის რისკი 14%-ით მეტია.

მამოლოგის თქმით, ქალებმა წელიწადში მაქსიმუმ 5-ჯერ უნდა შეიღებონ თმა და ეცადონ, რომ თმისთვის ფერის მისაცემად ნატურალური პროდუქტი გამოიყენონ.

"ყველაზე უცნაური ის არის, რომ კომპანიები ურჩევენ ქალებს, ყოველ 4-6 კვირაში შეიღებონ თმა. ჩვენი შედეგების დასადასტურებლად აუცილებელია კვლევის გაგრძელება," - ამბობს მოკბელი.

მომზადებულია standard.co.uk-ის მიხედვით

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს