რატომ არ უნდა შეხვიდეთ იაპონიაში ყოფნისას ცარიელ ლიფტში

რატომ არ უნდა შეხვიდეთ იაპონიაში ყოფნისას ცარიელ ლიფტში

იაპონური ეტიკეტი უამრავ წვრილმან დეტალს მოიცავს. სხვებთან ურთიერთობის დროს არა მხოლოდ სქესს, ასაკსა და საზოგადოებრივ მდგომარეობას ითვალისწინებენ, არამედ - კონკრეტულ სიტუაციასაც.

მაგალითად, როგორ იქცევიან იაპონელები ლიფტში: ყველას გვქონია შემთხვევა, რომ ლიფტში შესულებს დაგვინახავს, როგორ მორბის ვიღაც, ვისაც უნდა, რომ კარის დახურვას მოასწროს, თუმცა კარის დაჭერა ვერ მოგვიხერხებია. იაპონიაში სპეციალური წესებია ასეთი სიტუაციისთვის, მათ ჰყავთ ლიფტის კაპიტნები.

თუ იაპონიაში მიდიხართ, უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი წესები ლიფტით სარგებლობისას:

1. თუ ცარიელ ლიფტში პირველი შეხვალთ, თქვენ ლიფტის კაპიტანი ხართ;

2. კაპიტნის მოვალეობის შესაბამისად, უნდა დადგეთ ახლოს საკონტროლო პანელთან და ღილაკით აკონტროლოთ კარი, რომ არ დაიხუროს, ვიდრე ყველა მსურველი შემოვა, ან გავა;

3. როგორც კი ბოლო ადამიანი შემოვა ლიფტში, უნდა დაკეტოთ კარი;

4. კაპიტანმა უნდა აკონტროლოს კარი ყველა სართულზე, სადაც კი ლიფტი გაჩერდება;

5. თქვენთვის სასურველ სართულზე ლიფტი ბოლომ უნდა დატოვოთ;

6. ამის შემდეგ კაპიტანი ხდება ადამიანი, რომელიც კონტროლის პანელთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

ასე რომ, ამდენ თავსატეხს, სჯობს ან ფეხით აუყვეთ კიბეს, ან კიდევ გავსებულ ლიფტში შეხვიდეთ...

"გემო დავკარგე.. მარტო ის გავიგე, რომ თბილი იყო..ზურგი ისევ გაუსაძლისად მტკივა" - რას წერს COVID-19-ით ინფიცირებული ჟურნალისტი ბოქსირებული პალატიდან

"თავიდან ვმეგობრობდით, ერთ დღესაც კი სხვანაირად შევხედეთ ერთმანეთს..." - თემიკო ჭიჭინაძე სიყვარულზე, ოჯახზე, კარიერასა და კარანტინზე

რას ამბობს ქეთი ხატიაშვილი რაგბიდან "ოცნების" საპარალამენტო სიაში მოხვედრილ დავით კაჭარავაზე - ცნობილი წყვილის "ლავსთორი" დასრულდა?