ღამის კლუბში გაცნობილი ბიჭი პრინცი აღმოჩნდა - როგორ გახდა ამერიკელი გოგონა პრინცესა

ღამის კლუბში გაცნობილი ბიჭი პრინცი აღმოჩნდა - როგორ გახდა ამერიკელი გოგონა პრინცესა

როგორც წესი, ზღაპრები ღამის კლუბებში არ იწყება, თუმცა აღმოჩნდა, რომ გამონაკლისებიც არსებობს - 12 წლის წინ ამერიკელმა გოგონამ ვაშინგტონში მდებარე კლუბში Pearl გაიცნო ეთიოპიელი პრინცი, რომელიც მისი ქმარი გახდა.

მოგვიანებით პრინცმა ინტერვიუში განაცხადა, რომ დანახვისთანავე მიხვდა, არიანა მისი მეგობარი გოგონა გახდებოდა.

ახლა არიანა 33 წლისაა, ჯოელი - 35-ის, მათ გაცნობიდან 12 წლის შემდეგ - გასულ თვეს იქორწინეს, მერილენდში.

ურთიერთობის დასაწყისში გოგონამ არ იცოდა, რომ მისი რჩეული პრინცი იყო. როდესაც ყველაფერი გაცილებით სერიოზული გახდა, ჯოელმა საკუთარი ოჯახის შესახებ უამბო.

არიანას ძალიან უხარია, რომ გახდა ოჯახის წევრი, რომლის ფესვებიც ბიბლიურ მეფე სოლომონს და საბის დედოფალს უკავშირდება.

ქორწილი ეთიოპიურ ქრისტიანულ ტაძარში შედგა, საზეიმო ცერემონიაში მონაწილეობას 13 მღვდელი იღებდა.

მაკონენი ეთიოპიის ბოლო იმპერატორის, ჰეილ სალასის შთამომავალია. სალასი ეთიოპიას 1930-1974 წლებში მართავდა, ის ტახტიდან მარქსისტული სამხედრო ამბოხის დროს ჩამოაგდეს.

ჯოელის მამა, პრინცი დევიდი იმ დროისთვის ევროპაში სწავლობდა და დაპატიმრებას გადაურჩა.

თავად მაკონენი რომში დაიბადა და შვეიცარიაში გაიზარდა.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს