"ეს პერიოდი ქორწილების სიუხვითაც იქნება გამორჩეული" - უახლოესი დღეების ასტროლოგიური ტენდენციები

"ეს პერიოდი ქორწილების სიუხვითაც იქნება გამორჩეული" - უახლოესი დღეების ასტროლოგიური ტენდენციები

ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში უახლოესი დღეების ასტროლოგიურ ტენდენცებთან დაკავშირებით ვრცელ პოსტს აქვეყნებს:

"17 ოქტომბერს მერკურმა შეიცვალა ნიშანი და ღრიანკალში გადავიდა, სადაც ის 5 ნოემბრამდე დაჰყოფს. ამ ხნის მანძილზე ადამიანებს გონება ჩვეულებრივზე მეტად გაუმახვილდებათ, ცოტა სარკასტულები ან ირონიულები გახდებიან. შესაძლოა ზოგიერთ ჩვენგანში ნევროზულობამ და შფოთვამ იმატოს. ზოგს კი იდუმალებისაკენ, დაფარულისაკენ გაუჩნდეს ლტოლვა. თუ პირად რუკაში მერკური დაზიანებულია, არაა გამორიცხული ტყუილების თქმა მოგიწიოთ, ან რაღაცის დამალვა მაინც. თუმცა როგორი დაძაბული ასპექტებიც არ უნდა ჰქონდეს თქვენს მერკურის, მისი ღრიანკალში მოძრაობის პერიოდში გპირდებით რომ განსაკუთრებულად პრაქტიკულნი და გონებამახვილნი იქნებით. გამოიყენეთ ეს პერიოდი სერიოზული საქმეების მოსაგვარებლად, დასკვნების გამოსატანად, ახალი გზების მოსაძიებლად, მოკლედ ყველაფერი იმისათვის, რასაც გონების ძალით გადაწყვეტთ.

20 ოქტომბერს 00:10 წუთზე სასწორისზოდიაქოს 26°35'ზე გვექნება მზისა და მთვარის შეერთება, რომელიც ფაქტიურად ახალმთვარეობას წარმოადგენს. სასწორის ნიშანი ადამიანებში სიმშვიდისაკენ, დიპლომატიურობისაკენ სწრაფვას აღვიძებს, და ამ გზით ურთიერთობებში არსებული პრობლემების აღმოფხვრას ცდილობს. ჩნდება სამართლიანობისა და თანამშრომლობის სურვილი, მატულობს სხვების გაგების უნარი. განსაკუთრებულად დადებითი ზეგავლენა ამ ახალმთვარეობას იმის გამოც ექნება, რომ ახლა მზისა და მთვარის შეერთებას იუპიტერიც დაუმშვენებს გვერდს, და მოგეხსენებათ რომ მას ძალზე კეთილისმყოფელი გავლენა აქვს ყველაფერზე. სწორედ ამიტომ მომდევნო დღეები შესაძლოა იყოს ახალი სასიყვარულო რომანის დასწყისი, ან შეიქმნას უკვე არსებულის უფრო ახლალ საფეხურზე გადაყვანის შესაძლებლობა.

ერთადერთი ნეგატივი ამ პერიოდში, შესაძლოა იყოს ის რომ ამ დროს ბევრს ვყოყმანობთ ხოლმე და გვიჭირს გადაწყვეტილებების მიღება.

ნუ წამოიწყებთ რაიმე ახალს და გლობალურს, ეცადეთ უკვე წამოწყებული საქმეების დასრულებაზე იმუშაოთ. გამოიყენეთ სამდღიანი პერიოდი თუ რაიმე გაუგებრობები გაქვთ საქმიან და პირად ურთიერთობებში, მათ მშვიდობიანი გზით მოსაგვარებლად.რეკომენდირებულია ნებისმიერი სახის საზოგადოებრივი საქმიანობა, პარტნიორული ურთიერთობები, კოსმეტიკური პროცედურები, მეგობრული შეხვედრები.

22 ოქტომბერს მარსი სასწორში გადაინაცვლებს, სადაც 8 დეკემბრამდე დარჩება. უნდა ითქვას, რომ ეს მისთვის არცთუ სახარბიელო ტერიტორიაა. მარსი წარმოადგენს ქმედებას, აქტივობას აგრესიას. სასწორის ნიშანი კი ჰარმონიულობისაკენ, ბალანსის დაცვისაკენ უბიძგებს. როდესაც ასეთი ურთიერთსაწინააღმდეგო ენერგიები ხვდებიან ერთმანეთს, მარსს აღარ ეძლევა საშუალება იმოქმედოს ჩვეული მეთოდებით. მისთვის აქ რთულია გადაჭრით და გაბედულად თავის გამოვლენა. ამ ტრანზიტის დროს საქმეების რეზულტატები ძალზე მცირედ არის დამოკიდებული ადამიანის პირად მონდომებაზე, აქ მოდის აუცილებლობა - ვისწავლოთ თანამშრომლობა და პარტნიორისთვის ფეხის აწყობა.

სასწორის ენრგეტიკა ადამიანებს სურვილს უჩენს ეძებოს ის ხალხი, ვისთანაც საერთო ენას გამოძებნის, და ამის შემდგომ, ძალების გაერთიანებით შეძლებს მიზნის მიღწევას. ფაქტიორად ყველაფერი იქნება დამოკიდბული იმაზე, თუ როგორ შეძლებენ ერთმანეთში მოლაპარაკებას და შეწყობილად მოქმედებას.

უნდა აღინიშნოს რომ მარსი ლიბიდო პლანეტაა. სასწორის ნიშანი კი ქორწინების სიმბოლურ გამოხატულებას წარმოადგენს. ამიტომ პარტნიორების ძიების თემა არამხოლოდ საქმიანი, არამედ პირადი ურთიერთობების თვალსაზრისთაც ძალზე მნიშვნელოვანი იქნება ამ პერიოდისათვის. ეს ტრანზიტი ადამიანებს უბიძგებს რომანტიული კავშირებისაკენ, და ვინაიდან სასწორისეული ვენერა ორიენტირებულია ყველა ფორმალური წესების დაცვისკენ და საზოგადოებრივი ნორმების დაცვისკენ, ეს პერიოდი ქორწილების სიუხვითაც იქნება გამორჩეული.

თუმცა არასწორი იქნება თუ ვიტყვით, რომ ახლა ჩამოყალიბებული ყველა კავშირი მენდელსონის მარშით დაგვირგვინდება. მარსი სასწორშიც კი მაინც მარსად რჩება და ცდილობს თავისი გაიტანოს- მიიღოს ყველაფერი და რაც შეიძლება სწრაფად, ყოველგვარი დიპლომატიის და ოფიციალობის გარეშე. პლანეტასა და ნიშანს შორის ასეთმა დისონანსმა შესაძლოა საკმაოდ გაამწვავოს ურთიერთობები, კონფლიქტამდე და დაშორებამდეც კი მიიყვანოს. ფაქტიურად ეს ეხება არამხოლოდ ახლად შემდგარ პირად ურთიერთობებს, არამედ უკვე არსებულ პარტნიორობებსაც, ასევე საქმიან კავშირებს. უნდა გვახსოვდეს, რომ მარსის სასწორში ტრანზიტის დროს ჩვენ ყველანი მზად უნდა ვიყოთ მეტი დიპლომატია და თანამშრომლობის უნარი გამოვიჩინოთ".

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს