თუ იტალიის ლამაზ, პატარა ქალაქში საცხოვრებლად გადახვალთ, 2 000 ევროს გადაგიხდიან

თუ იტალიის ლამაზ, პატარა ქალაქში საცხოვრებლად გადახვალთ, 2 000 ევროს  გადაგიხდიან

იტალიური ქალაქ კანდელას მერმა მოსახლეობის რაოდენობის გასაზრდელად პრაქტიკული გამოსავალი მოძებნა. თუ კანდელაში ოჯახთან ერთად ცხოვრებას გადაწყვეტთ, ნიკოლას გატასგან 2 000 ევროს მიიღებთ.

ქალაქში ახლა 2 700 ადამიანი ცხოვრობს, მერს სურს, 1990-იან წლების მსგავსად მოსახლეობა 8 000 ადამიანამდე გაიზარდოს.

"ძალიან მინდა, კანდელას ძველი დიდება დავუბრუნო. 1960 წლამდე მოგზაურები ქალაქს პატარა ნეაპოლს უწოდებდნენ, ქუჩები სავსე იყო მოსახლეობით, ტურისტებით, მოვაჭრეებით, რომლებიც ხმამაღალი შეძახილებით მოუწოდებდნენ ხალხს, მათი პროდუქცია შეეძინათ..." - ამბობს გატა.

ქალაქის ხმაური უკვალოდ გაქრა, ქუჩებში სიჩუმეა, მოსახლეობის რაოდენობა უკიდურესად შემცირდა.

ეკლესიები, რომელიც ყველა ქუჩის კუთხეშია, იშვიათად ივსება ნათლობის დროს, უმეტესად ხალხი ტაძრებში დაკრძალვებისთვის მიდის, რადგან ახალგაზრდა მოსახლეობა ქალაქს თითქმის აღარ ჰყავს.

კანდელაში უამრავი ცარიელი, თეთრი სახლია, პანორამული ტერასებით, ორნამენტებიანი აივნებით, რომლებიც ახალ მცხოვრებლებს ელოდებიან. აქ დასახლება იტალიელების გარდა, უცხოელებსაც შეუძლიათ. თანხა ოჯახის წევრების რაოდენობის მიხედვით განისაზღვრება.

"4-5 სულიანი ოჯახები კანდელაში დასახლების შემთხვევაში 2000 ევროს მიიღებენ, 1800 ევროს - 3 სულიანი ოჯახები, წყვილები - 1200 ევროს, ერთ ადამიანზე კი 800 ევროა განსაზღვრული," - ამბობს ქალაქის მერი.

ქალაქს უკვე ჰყავს რამდენიმე ახალმოსახლე, კანდელაში ჩრდილოეთ იტალიიდან უკვე 6 ოჯახი გადავიდა.

მომზადებულია CNN-ის მიხედვით

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ