შემოდგომით მუხლის ტკივილმა რომ არ შეგაწუხოთ - "მკურნალის" მკითხველი ხალხურ რეცეპტს გიზიარებთ

შემოდგომით მუხლის ტკივილმა რომ არ შეგაწუხოთ - "მკურნალის" მკითხველი ხალხურ რეცეპტს გიზიარებთ

შემოდგომაზე ბევრს ახსენებს თავს მუხლის ტკივილი. "მკურნალის" მკითხველი ნინო მაისურაძე გიზიარებთ ნახარშის რეცეპტს, რომელსაც მისი თქმით, სამკურნალო ეფექტი აქვს და საკმაოდ შედეგიანია:

"შემოდგომა მუხლის ტკივილის გარეშე ჩემთვის უკვე წარმოუდგენელია. სპეციალისტები ყოველ წელს ერთსა და იმავეს მეუბნებიან, რომ ეს არის ართრიტი, რომელიც შემოდგომით მწვავდება და ეს სეზონური გამწვავება ჩემს ქრონიკულ პრობლემასაც ამწვავებს.

ჩემთვის მთავარი პრობლემის მოგვარებაა და როდესაც საქვეყნოდ ცნობილმა წამლებმა და პროცედურებმა ვერ მიშველა, გადავწყვიტე ხალხური მედიცინისთვის მიმემართა. მეგობარმა მითხრა, რომ დაფნის ფოთლებით ართრიტიც და ოსტეოქონდროზიც განსაკუთრებით კარგად იკურნებოდა და რეცეპტიც მასწავლა. შემოდგომა დადგება თუ არა, პროფილაქტიკურ მკურნალობას ვიტარებ და ძალიან კმაყოფილიც ვარ.

რეცეპტი ასეთია:

რამდენიმე დაქუცმაცებული დაფნის ფოთოლი ჩაყარეთ მომინანქრებულ ჭურჭელში და დაასხით 300 მლ წყალი, ადუღეთ რამდენიმე წუთით და მოათავსეთ თერმოსში 6 საათის განმავლობაში.

ეს ნახარში უნდა მიიღოთ ჩაის კოვზით 12 საათის განმავლობაში ყლუპებით, 15-წუთიანი შესვენებით (დიდი დოზით მიღება არ შეიძლება), ასე უნდა გააგრძელოთ 3 დღე, შემდეგ ერთი კვირა შეისვენეთ და კვლავ გაიმეორეთ.

მკურნალობის დროს ძლიერდება შარდვა, შარდი ხდება ვარდისფერი, ასე რომ ეს ნუ შეგაშინებთ. მკურნალობის პერიოდში საჭიროა დიეტის დაცვა, ის პროდუქტები უნდა გამორიცხოთ მენიუდან, რომლებიც არ არის რეკომენდებული სახსრების პრობლემის დროს.

ასევე იხილეთ ხალხური რეცეპტები პროსტატიტის და ოსტეოპოროზის სამკურნალოდ

მეგან მარკლი და პრინცი ჰარი ჩემოდნებით ხელში - "მეამბოხე წყვილის“ პირველი ერთობლივი ფოტოები კანადიდან

23 თე­ბერ­ვალს ახალმთვა­რე­ო­ბაა - რა უნდა იცოდნენ ზოდიაქოს ნიშნებმა

რას ნიშნავს პოლიამორული ურთიერთობა და რა სარგებელი შეიძლება ჰქონდეს ერთდროულად რამდენიმე შეყვარებულის ყოლას