გაუპატიურებაში დამნაშავე მხოლოდ ქალები არიან - არაბი მქადაგებელი

გაუპატიურებაში დამნაშავე მხოლოდ ქალები არიან - არაბი მქადაგებელი

საუდის არაბეთში მცხოვრებმა მქადაგებელმა განაცხადა, რომ გაუპატიურება და ძალადობა ქალების ბრალია. აჰმედ ბინ საად ალ ქარნიმ ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც, მისი მტკიცებით, ჩანს ქალი, რომელიც კაცის პროვოცირებას ცდილობს.

”თუ ამ ქალს გააუპატიურებენ, სახლში ტირილით მივა და ღირსების შელახვაზე იწუწუნებს.

”ვფიცავარ ღმერთს, გაუპატიურება და ძალადობა ქალების ბრალია. შეხედეთ ამ ქალს ვიდეოში, მან გააჩერა მანქანა, რომელსაც მამაკაცი მართავს და მანქანაში ჩაჯდა.

ქალი, რომელიც სახლიდან მაკიაჟით და სუნამოთი გამოვა, მრუშია,” - განაცხადა მქადაგებელმა.

მისი ნათქვამი საუდის არაბეთში ბევრმა ქალმა გააპროტესტა.

”ალ ქარნის წარმოდგენა არ აქვს, რისი გადატანა გვიწევს ყოველდღიურად. ქალები, რომლებსაც ჰიჯაბი, აბაია და ნიქაბიც კი აცვიათ, ყოველ დღე სექსუალური შევიწროების მსხვერპლი ხდებიან”, - ამბობს გამოცემასთან StepFeed სტუდენტი რიმა.

მას შემდეგ, რაც საუდის არაბეთში ქალებს მანქანის მართვის უფლება მისცეს, ქვეყნის ხელისუფლება მსჯელობს ინიციტივაზე, სექსუალური ძალადობა კრიმინალად გამოაცხადოს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მეფემ სალმან ბინ აბდულაზიზმა დაავალა შს მინისტრს, შესაბამისი კანონი მოამზადოს.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს