ზოდიაქოს რომელი ნიშნებისთვის იქნება წარმატებული პერიოდი 22 ნოემბრამდე

ზოდიაქოს რომელი ნიშნებისთვის იქნება წარმატებული პერიოდი 22 ნოემბრამდე

ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში 22 ნოემბრამდე მოსალოდნელ ასტროლოგიურ ტენდენციებთან დაკავშირებით ვრცელ პოსტს აქვეყნებს:

"ორშაბათს, 23 ოქტომბერს თბილისის დროით 10:27 ზე მზემ დატოვა სასწორის ნიშანი და მორიელის ზოდიაქოში გადავიდა, ეს იმას ნიშნავს რომ დადგა დრო, როდესაც ცხოვრების დაფარული, კულისებს მიღმა მხარეები უფრო მეტ ინტერესს იწვევენ ჩვენში, ვიდრე ის რაც აშკარაა და ხილულია. ამ პერიოდში ადვილი სასწავლია ის ტექნოლოგიები, რომლებიც ხალხის ფართო მასებზე მანიპულირების საშუალებას იძლევა. თუმცა არამხოლოდ სასწავლი, არამედ მათი გამოყენებისთვისაც საკმაოდ ხელსაყრელი დროა. სწორედ ამიტომ ღრიანკალის ზოდიაქოში მზის მოძრაობისას შეიმჩნევა ხოლმე პოლიტიკური ინტრიგების, ჩახლართული ამბების ზრდა.

ვინაიდან მორიელი მართავს თემას '' სხვისი ფულები'' ზოგიერთ ადამიანებში შესაძლოა შურმა იმძლავროს. მესაკუთრეობის გრძნობა, მატერიალური დოვლათის ფლობის სურვილი ამ დროს საკმაოდ მომატებულია, რაც მართალია, სამწუხაროდ კრიმინალურ შემთხვევების რიცხვსაც ზრდის, მაგრამ მეორეს მხრივ , უბიძგებს ადამიანებს კონსტრუქციულად მიუდგნენ საკუთარი შემოსავლების გაფართოებითვის საინტერესო წყაროების ძიებას.

ამ პერიოდში როგორც წესი მატულობს ხოლმე სექსუალური ლტოლვა, საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლების მიმართ. თუმცა ზომიერების დაცვა არასდროს ყოფილა ცუდი. ეცადეთ, თავი აარიდოთ შემთხვევით კავშირებს. მოჭარბებულ ენერგიას შეიძლება ძალზე სასარგებლო გამოყენება მოუძებნოთ სულიერ პრაქტიკებში სავარჯიშოდ. ძალზე ხელსაყრელი პერიოდია ლოცვებისათვის, მედიტაციისათვის, საკუთარ თავში ჩაღრმავებისათვის.

უნდა ალბათ ისიც აღინიშნოს, რომ მორიელის ზოდიაქო საქართველოს ასტროლოგიურ რუქაზე მე4 სახლის ტერიტორიაზე პროეცირდება. ოჯახი, კლანები, მთავრობის ოპოზიცია, მასების იდეოლოგია ,- აი იმ თემების არასრული ჩამონათვალი, რომელიც მზის აქ ტრანზიტმა შესაძლოა გააქტიუროს. პირველივე ასპექტები, რომლებსაც მზე აქედან გააკეთებს საქართველოს რუკის პლანეტების მიმართ, გვიჩვენებენ, თუ რა მოვლენებს უნდა ველოდეთ უახლოეს მომავალში. შორს არ წავალ, ჯრჯერობით მხოლოდ ამ კვირის ასპექტებს განვიხილავ. მოდით, შევხედოთ:

26-27 ოქტომბერს ერთდროულად მოქმედებს მზისა და იუპიტერის ნეგატიური ასპექტი და მზე- მარსის ტრინი, რომელიც რასაკვირველია ჰარმონიულად ითვლება.

იუპიტერი საზოგადოებრივი ფასეულობების სისტემას წარმოადგენს, ასევე შეიძლება ის განვიხილოთ, როგორც კანონი, პრესა, ადამიანებზე კონტროლის გაწევის საშუალება. და როდესაც ამ პლანეტასთან მზე კვადრატს აკეთებს, ეს იმას ნიშნავს, რომ დაძაბულობა სწორედ ამ სფეროებში შესაძლოა წარმოიქმნას.

თუმცა, როგორც უკვე ვთქვი, საბედნიეროდ ამ ასპექტთან ერთდროულად მზეს ჰარმონიული ასპექტიც აქვს მარსთან, რაც უკვე გამორიცხავს ანტისოციალური აქტების ალბათობას.

ანუ არჩევნების შემდგომი დაძაბულობის ესკალაცია ჯერჯერობით გამორიცხულია, ჩემის აზრით.

დანარჩენი, რაც შემიძლია გითხრათ, რომ თავად მორიელებისათვის ეს არ არის ხოლმე იოლი დრო, რადგან, როგორც იცით დაბადებისდღის წინა პრიოდი თითქმის ყოველთვის ენერგეტიკულად რთული გასავლელია. როგორც კი საკუთარ იუბილეს გადასცდებით, მორიელებო, უფრო მეტად ამოისუნთქავთ და გამართლებაც უფრო მეტად წამოვა. მანამდე კი სიფრთხილე და ზომიერება გმართებთ. იგივეს ვურჩევდი კუროებსაც.

სამაგიეროდ, წლის სტიქიის დანარჩენ ნიშნებს - კირჩხიბებსა და თევზებს შეეწყობათ ხელი. ურიგო პერიოდი არაა ქალწულებისა და თხისრქებს.

გაუჭირდებათ მერწყულებსა და ლომებს. დანარჩენი ზოდიაქოს ნიშნების ტიპური წარმომადგენლებისათვის კი მეტ-ნაკლებად ნეიტრალური პერიოდია.

მზე მორიელის ნიშანში წელს 22 ნოემბრის ჩათვლით იმოძრავებს".

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს