სტალინის პირადი ავტომობილის საიდუმლო

სტალინის პირადი ავტომობილის საიდუმლო

მისი ეშინოდათ და ყოველთვის უთმობდნენ გზას. საუბარია არა სტალინზე, არამედ მის მანქანაზე - ЗИС-115, სსრკ-ში გამოშვებულ პირველ დაჯავშნულ სედანზე. მისი ბედი ისეთივე საინტერესოა, როგორვ თავად მაქანის აგებულება.

არავინ იცის როგორ და როდის, მაგრამ სტალინის გარდაცვალების შემდეგ ეს უნიკალური ავტომობილი ბაუმანის სახელობის უნივერსიტეტის უკანა ეზოში აღმოჩნდა, ცოტა ხანში კი საერთოდ გაქრა. თუმცა 2002 წელს ისევ გამოჩნდა, ამჯერად მოსკოვის გარეუბანში, ერთ-ერთ აგარაკზე.

საქმე შემდეგნაირად იყო: ერთხელ, კოლექციონერ ვლადიმირ ზადოროჟნს მოსკოვის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა სთხოვა ენახა და შეეფასებინა ერთი საინტერესო ექსპონატი. მისი თქმით, აგარაკზე შემონახული ჰქონდა ავტომობილი, რომელიც სამუზეუმო მნიშვნელობის იყო. ადგილზე მისულ ავტოსიძველეების თაყვანისმცემელს თითქმის მიწაში ჩაფლული და სანახევროდ დამპალი შავი ფერის სედანი დახვდა. ზადოროჟნიმ აღნიშნული ავტომობილის შესახებ ინფორმაცია ლიხაჩევის სახელობის ქარხნის არქივებში მოიძია და დაუყოვნებლივ გადაწყვიტა რარიტეტის შეძენა.

წაიკითხეთ: სტალინის სიკვდილის საიდუმლოება და ქალი, რომელიც ხრუშჩოვმა ბერიას ჩამოსაშორებლად გამოიყენა

ავტომობილი, რომელიც გარეგნულად ზუსტად ჩვეულებრივ ЗИС-110-ს (სამოქალაქო მანქანა, რომლის შემუშავება დაიწყეს დიდი სამამულო იმის დროს) ჰგავდა, სინამდვილეში "ცხვრის ტყავში გადაცმული მგელი" აღმოჩნდა. 1949 წელს პარტიული ელიტისთვის შექმნილი ЗИС-115, ყველა მახასიათებლით განსხვავდებოდა ЗИС-110-სგან. სხვაობა დაახლოებით იგივე იყო, რაც მოტოციკლსა და ტანკს შორის.

ძარა შედგებოდა არა ცალკეული დაჯავშნული პანელებისგან, როგორც ევროპულ და ამერიკულ ანალოგებთან გვხვდებოდა, არამედ წარმოადგენდა შედუღებულ და შეკრულ კონსტრუქციას. ანუ, ფაქტიურად ეს იყო ერთგვარი ჯავშანკაფსულა. ამასთან, თითოეულ შედუღებულ დეტალს საკუთარი სერიული ნომერი და დამამზადებლის სახელი ეწერა. აქედან გამომდინარე, თუ რამე მოხდებოდა, მთელი პასუხისმგებლობა კონკრეტულ ადამიანს ეკისრებოდა. გარდა ამისა, კორპუსზე შესაძლებელი იყო გარჩევა იმ ტყვიების კვალის, რომლებიც მანქანის სხვადასხვა ნაწილის გამძლეობაზე გამოცდის დროს იქნა გამოყენებული  განაგრძეთ კითხვა და დაათვალიერეთ ფოტოები

ასევე წაიკითხეთ: სტალინის ორეული - რა გაამხილა ფელიქს დადაევმა ბელადის გარდაცვალებიდან ნახევარი საუკუნის შემდეგ

აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი - რაზე გვაფრთხილებენ ასტროლოგები და რომელი თარიღები იმოქმედებს ზოდიაქოს ნიშნების ცხოვრებაზე

დოკუმენტური ფილმი "ცხინვალი 1920" - ისტორიული სიზუსტის უწყვეტი ჯაჭვი - რა მოხდა საუკუნის წინ ცხინვალის რეგიონში

"ალუდა ქეთელაური იმაზეა, რომ ქრისტიანობა არ არის სწორი მოძღვრება..მუსლიმიც ცხონდება, მამათმავალიც..." - ლევან ბერძენიშვილი