რატომ უკრძალავდნენ ჯობსი და გეითსი შვილებს სმარტფონების გამოყენებას

რატომ უკრძალავდნენ ჯობსი და გეითსი შვილებს სმარტფონების გამოყენებას

ფსიქოლოგები სწავლობენ, რამდენად საშიშია სმარტფონები მოზარდების გონებისთვის. მკვლევარების განცხადებით, სოციალური მედიის მოხმარების შემთხვევაში მერვე კლასელი ბავშვებისთვის დეპრესიის რისკი 27%-ით იზრდება. ბავშვები კი, რომლებიც დღეში 3 საათს მაინც ატარებენ სმარტფონით ხელში, უფრო მეტად არიან სუიციდისკენ მიდრეკილი.

სმარტფონის მავნებლობაზე საუბარი დიდი ხნის წინ დაიწყო. დაახლოებით 10 წლის წინ ორმა მასწავლებელმა, ჯო კლემენტმა და მეტ მაილსმა გამოსცა წიგნი, სადაც საუბარია, როგორ უარყოფითად მოქმედებს სხვადასვა ელექტრონული მოწყობილობა ბავშვებზე.

კლემენტი და მაილსი წიგნში აღნიშნავენ, რომ ისტორიაში ორი ყველაზე დიდი ტექნოლოგიური კომპანიის მფლობელები - ბილ გეითსი და სტივ ჯობსი იშვიათად აძლევდნენ ნებას საკუთარ შვილებს, მათ მიერ შექმნილი მოწყობილობები გამოეყენებინათ.

"მაიკროსოფტის" დამფუძნებელმა ბილ გეითსმა შვილს არ მისცა მობილური ტელეფონის შეძენის უფლება, ვიდრე 14 წლის გახდებოდა.  Apple-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სტივ ჯობსმა კი 2011 წელს ინტერვიუში აღნიშნა, რომ შვილებს iPad-ის გამოყენებას უკრძალავდა.

"სახლში ლიმიტირებული გვაქვს ელექტრონული მოწყობილობების გამოყენება ბავშვებისთვის," - განაცხადა ჯობსმა.

კლემენტი და მაილსი წერენ, რომ გაჯეტების შემქმნელებმა იცოდნენ, როგორი დამოკიდებული ხდებიან ბავშვები ტელეფონებზე, ტაბლეტებზე და კომპიუტერებზე. წიგნის ავტორები აკრიტიკებენ თანამედროვე სკოლების გადაწყვეტილებას, სწავლის პროცესში ბავშვებმა კომპიუტერები, ანდა - სხვა ელექტრონული მოწყობილობები გამოიყენონ.

ბრიტანელი ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ბავშვისთვის სმარტფონის მიცემა შესაძლოა ისეთივე მავნებელი აღმოჩნდეს, როგორც - ალკოჰოლი, ანდა ნარკოტიკული საშუალება.

ლონდონის ჰარლი სტრიტზე მდებარე სარეაბილიტაციო კლინიკის სპეციალისტი მენდი სალიგარი ამბობს, რომ შვილისთვის ტელეფონის მიცემა 1 გრამი კოკაინის მიცემის ტოლფასია.

"ყოველთვის ვეუბნები ხალხს, რომ თუ ბავშვს ნებას დართავთ, ისარგებლონ ტაბლეტით ან ტელეფონით, თქვენ მათ 1 ბოთლ ღვინოს, ანდა 1 გრამ კოკაინს აძლევთ," - განაცხადა სალიგარიმ.

მომზადებულია independent-ის მიხედვით

როგორი იქნება ევრობასკეტის არენა თბილისში, რომელიც მაღლივ კორპუსთან შენდება

როგორ გამოიყურება კერძო სახლი ბათუმში, რომელიც 10 მლნ ლარამდე ღირს - ნახეთ ფოტოები

5 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით "დაბნელებების დერეფანია" - რა უნდა ვიცოდეთ ამ ერთ თვესთან დაკავშირებით