შობამდე 2 თვით ადრე წყვილმა სახლი 10 ათასი ნათურით მორთო

შობამდე 2 თვით ადრე წყვილმა სახლი 10 ათასი ნათურით მორთო

შობაზე უზომოდ შეყვარებულმა წყვილმა სახლი 10 ათასი ნათურით დღესასწაულამდე ორი თვით ადრე მორთო.

74 წლი ჯონ და ჯინ კოუპსტიკებმა სადღესასწაულო დეკორაციების დამაგრება სახლზე სექტემბრის ბოლოს დაიწყეს და გასულ კვირას დაამთავრეს. დეკორაციებს წყვილი უკვე 30 წელია, აგროვებს.

"როდესაც მაღაზიებში ნათურებს ვხედავ, არ შემიძლია, არ ვიყიდო. მხოლოდ ჩემი ცოლის გადასაწყვეტი რომ იყოს, სახლი მთელი წლის მანძილზე მორთული იქნებოდა," - ამბობს ჯონი.

ყოველ წელს, ოქტომბრიდან მათ სახლს სკოლებიდან და ბაღებიდან ექსკურსიები სტუმრობს.

"ადრე ბავშვებს შოკოლადსაც ვურიგებდით ხოლმე, მაგრამ შემდეგ თხილზე ალერგიის გამო შევწყვიტეთ. სკოლებს ვაძლევთ შოკოლადის ყუთებს და შემდეგ ისინი უნაწილებენ ბავშვებს," - განაცხადა ჯონმა.

დეკორაციების ნაწილი იმდენად ძველია, რომ მაღაზიებში აღარ იყიდება.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს