თბილისის არჩეული მერის ცოლი, ანუკი არეშიძე მელანია ტრამპის და ბრიჯიტ მაკრონის მთავარი კონკურენტია პოლიტიკოსის ცოლის რანგში, ამის შესახებ Elle-ს რუსულენოვანი ბიურო წერს.
გამოცემის ინფორმაციით, მედიამ კალაძე თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე სიმპათიურ პოლიტიკოსად დაასახელა.
Elle წერს, რომ არეშიძეს საქართველოში დიდი ხანია იცნობენ, მას აქვს საკუთარი ბრენდი Anouki და საქართველოში მოდის სფეროში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ”ინსტაგრამზე” ანუკის 165 ათასზე მეტი ხელმომწერი ჰყავს და ეს რიცხვი მუდმივად იზრდება, თბილისსა და მილანში ჩვენებების გამართვის პარალელურად კი კარგად ართმევს თავს სამი შვილის აღზრდას.
”ანუკის უყვარს ექსპერიმენტები სამოსისა და აქსესუარების შექმნისას, თითქოს, მას არაფრის ეშინია - არც კაშკაშა ფერების, არც რთული ფაქტურის, ან ექსტრავაგანრული მოდელების,” - წერს Elle.