რა არ უნდა შეგვეშალოს ლამინატის არჩევისას და როგორ მოვუაროთ ლამინატის იატაკს - სპეციალისტის რჩევები

რა არ უნდა შეგვეშალოს ლამინატის არჩევისას და როგორ მოვუაროთ ლამინატის იატაკს - სპეციალისტის რჩევები

სახლის რემონტი უამრავ საფიქრალს და თავსატეხს უკავშირდება. მშენებლობა-რემონტის სფეროში გამოუცდელი ადამიანისთვის ეს განსაკუთრებით რთული პროცესია. ერთ-ერთი პრობლემური საკითხი იატაკის საფარი გახლავთ. პრაქტიკულობა, გამძლეობა და სილამაზე - ეს ის სამი ძირითადი კომპონენტია, რასაც იატაკის საფარის შერჩევის დროს ვანიჭებთ უპირატესობას. ლამინატი ხის მასალისგან არის შექმნილი და "ლამინირებული" ლათინურიდან თარგმანში ნიშნავს შრეებიანს. ზედა შრე დამცავ-დეკორატიული ფირია.

როგორ უნდა შევარჩიოთ გამძლე, კომფორტული და მრავალფეროვანი იატაკის საფარი, ამ შემთხვევაში ლამინატი - რჩვენს ლამინატის ხელოსანი გამოცდილი ლაშა ჭუმბურიძე გაგვიზიარებს.

- დღეს ლამინატზე მოთხოვნა საკმაოდ დიდია. პირველ რიგში მასზე მოთხოვნის ზრდა განაპირობა იმან, რომ არის ხელმისაწვდომი, თბილი, ვიზუალუარად ლამაზი, ადვილად მოსავლელი და პრაქტიკული. დღეს მისაღებ ოთახში ძირითადად აგებენ პარკეტს ან პარკეტისებურ მეტლახს, რადგან იქ ხალხმრავლობაა და ადვილად რომ არ დაზიანდეს საფარი. მაგრამ საძინებელში ლამინატი გაცილებით კომფორტული და მოსახერხებელია, მაღალი ხარისხის მქონე ლამინატი ხის ფოთლებისგანაა დამზადებული, შესაბამისად ტემპერატურასთან კარგად მუშაობს და თბილია დამხმარე საფენებით. საფენებიდან ყველაზე კარგია ქეჩა.

- რა ნიუანსები უნდა გავითვალისწინოთ ლამინატის არჩევისას?

- დააკვირდით, როგორი განლაგებაა ოთახში, ფანჯარა როგორია, აივანზე როგორი გასასვლელია და ა.შ. ამ ყველაფრის გათვალისწინებით უნდა შევარჩიოთ ლამინატიც. ნორმალური ლამინატის სისქე 10 მმ უნდა იყოს. ლამინატს გამოყოფენ კლასებად. ყველაზე დაბალი ხარისხის კლასი არის 17-დან 26-ე კლასამდე, ყველაზე მაღალი ხარისხის კი 31-ე კლასის გერმანული ლამინატია. თუმცა ასე ზუსტად მარტო კლასების მიხედვითაც ვერ განვსაზღვრავთ ხარისხს. ყველა ადამიანს ვურჩევ, სანამ ლამინატს შეიძენენ, ხელოსანთან გაიარონ კონსულტაცია ან გაიყოლონ შესაძენად. სრულიად შესაძლებელია დაბალი კლასის ლამინატი თანასწორი იყოს 31-ე კლასის, 25-დან 60 ლარამდე ღირებულების ლამინატის. დაგებისას ორი ძირითადი ტიპი არსებობს -ეს არის პანელების დაწებება, როდესაც ხდება ლამინატის შეწებება და ჩამკეტი მექანიზმი. რაც უფრო ხარისხიანია ჩამკეტი, მით უფრო ადვილად ჯდება პანელები გადაბმის ადგილას. როცა ჩამკეტით ჯდება ერთმანეთში ლამინატი, ერთი მილიმეტრითაც არ უნდა ასცდეს მეორეს, თორემ დაგებიდან რამდენიმე ხანში მოძრაობის დროს ლამინატი ერთმანეთს დასცილდება და ცოტა მტვერსაც ამოიტანს მოძრაობის დროს... განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს