მეფის პომპეზური დაკრძალვა ტაილანდში - ცერემონია 90 მლნ დოლარი დაჯდა

მეფის პომპეზური დაკრძალვა ტაილანდში - ცერემონია 90 მლნ დოლარი დაჯდა

ტაილანდში გლოვის დღეებია, ბანგკოკში მონარქის დაკრძალვის ცერემონიალზე მასთან გამოსამშვიდობებლად ათასობით ადამიანი მივიდა.

მეფე ქვეყანას 70 წლის მანძილზე მართავდა.

კრემატორიუმი მონარქის გარდაცვალების შემდეგ სპეციალურად ააშენეს. კრემაციას მხოლოდ ოჯახის წევრები დაესწრნენ.

მგლოვიარეები ქუჩებში მუქი სამოსით იდგნენ, სამგლოვიარო პროცესიაში მონაწილე ჯარისკაცებს კი წითელი უნიფორმები ეცვათ.

ხუთშაბათი ქვეყანაში დასვენების დღედ გამოცხადდა, რათა ყველა ტაილანდელს ჰქონოდა საშუალება, მეფეს გამომშვიდობებოდნენ.

დაკრძალვის ხარჯებმა სამი მილიარდი ტაილანდური ბაჰტი (90 მლნ დოლარი) შეადგინა. ქვეყნის მასშტაბით დაიხურა ბანკები და მაღაზიები.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს