8 შვილის დედა ქმრის ღალატის ბრალდებით ჩაქოლეს

8 შვილის დედა ქმრის ღალატის ბრალდებით ჩაქოლეს

სომალის ისლამისტურმა დაჯგუფებამ, ალ-შაბააბმა საჯაროდ ქვებით ჩაქოლა ქალი, რომელსაც ქმრის ღალატი ბრალდებოდა, ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ალ-შაბააბის ერთ-ერთი ლიდერი, აბუ აბდელა ამბობს, რომ 30 წლის ალი ისაკი ხუთშაბათს საღამოს, ქალაქ საკოვში ჩაქოლვის შედეგად გარდაიცვალა.

ალი ისაკი 8 შვილის დედა იყო.

საკოვი დედაქალაქ მოგადიშუდან 515 კმ-ს დაშორებით მდებარეობს, ტერიტორიას ალ-შაბააბი სრულად აკონტროლებს.

ისაკი კანონიერ ქმართან და შვილებთან ერთად ცხოვრობდა. აბდალას თქმით, ქმარს ატყუებდა, რომ მოგადიშუში ნათესავების მოსანახულებლად მიდიოდა. ქმარმა კი აღმოაჩინა, რომ ალი არა მოგადიშუში, არამედ საკოვში მეორედ გათხოვდა და იქ მეორე ქმარი ჰყავდა.

აბდალას ინფორმაციით, ქმარმა ცოლს სასამართლოში უჩივლა, ალიმ კი მეორედ გათხოვება დაადასტურა.

”ისლამური შარიათის კანონის შესაბამისად, ის საჯაროდ ჩაქოლეს,” - აღნიშნა აბდალამ.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს