საქართველო იმ 10 საუკეთესო ქვეყანას შორის არის, სადაც 2018 წელს უნდა იმოგზაუროთ - Lonelyplanet

საქართველო იმ 10 საუკეთესო ქვეყანას შორის არის, სადაც 2018 წელს უნდა იმოგზაუროთ - Lonelyplanet

პორტალი Lonelyplanet მკითხველს სთავაზობს 10 ქვეყანას მსოფლიოს მასშტაბით, სადაც 2018 წელს უნდა იმოგზაურონ. ათეულში მეშვიდე ადგილი საქართველოს უჭირავს.

"ქვეყანა, რომელიც მომავალზე ფიქრობს, თუმცა ამაყია საკუთარი ტრადიციებით. ეს არის უძველესი რეცეპტებით მომზადებული კერძების ქვეყანა, სადაც თამადები მუდმივად სვამენ ძველი თუ ახალი გმირების სადღეგრძელოს.

საქართველო ისე ამაყობს საკუთარი ღვინით, რომ აეროპორტში ჩამოსულ სტუმრებს მესაზღვრეები, პასპორტში ბეჭდის დასმის შემდეგ, ხშირად, წითელ ღვინოს ჩუქნიან. 100 წლის წინ საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადდა, ეს კი ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც 2018 წელს ჭიქა ღვინო უნდა ასწიოთ," - წერს პორტალი.

საქართველოს გარდა ათეულში დასახელებულია ჩილე, სამხრეთ კორეა, პორტუგალია, ჯიბუტი, ახალი ზელანდია, მალტა, მავრიკია, ჩინეთი და სამხრეთ აფრიკა.

წაიკითხეთ: ქვევრის ღვინო - 8000-წლიანი ტრადიცია

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს