პლასტმასით დაფარული ზღვის ზედაპირი - შოკისმომგვრელი კადრები

პლასტმასით დაფარული ზღვის ზედაპირი - შოკისმომგვრელი კადრები

კარიბის ერთ-ერთ კუნძულთან ახლოს შოკისმომგვრელი ფოტოები გადაიღეს - ზღვის ზედაპირი პლასტმასის ნაგვით არის დაფარული.

ფოტოები კუნძულ როატანთან არის გადაღებული. ზღვის წყალმცენარეებთან ერთად წყალზე ცელოფნის პარკები და ბოთლები ტივტივებს.

საზოგადოება "ცისფერი პლანეტა", რომელიც მსოფლიო ოკეანეების გადარჩენისთვის მართავს კამპანიებს, ვარაუდობს, რომ პლასტმასის ნივთები გუატემალადან, მდინარე მონტაგუას საშუალებით ჩაედინება.

ფოტოები კაროლინ პაუერმა გაავრცელა, რომელიც როატანზე ცხოვრობს.

ყოველწლიურად ოკეანეებში, დაახლოებით, 8 მლნ ტონა პლასტმასი ჩაედინება და ვარაუდობენ, რომ 2050 წლისთვის ნაგვის მოცულობა თევზებისას გადააჭარბებს.

მომზადებულია independent.co.uk-ის მიხედვით

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს