14 წლის რუსი მოდელი ჩინეთში გადაღლილობისგან გარდაიცვალა

14 წლის რუსი მოდელი ჩინეთში გადაღლილობისგან გარდაიცვალა

რუსი მოზარდი მოდელი ჩინეთში 12 საათიანი მოდის ჩვენების დროს გარდაიცვალა, ინფორმაციას "ინდეფენდენთი" ავრცელებს.

14 წლის ვლადა ძიუბამ გონება მაშინ დაკარგა, როცა პოდიუმზე გასვლისთვის ემზადებოდა.

გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა ზედმეტმა გადაღლილობამ დაამძიმა, მოდელი გარდაცვალებამდე 2 დღის განმავლობაში კომაში იყო.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ვლადას შეეშინდა სამედიცინო დახმარება დროულად მოეთხოვა. იმის მიუხედავად, რომ ჩინურ სამოდელო სააგენტოსთან 3 თვიანი კონტრაქტი ჰქონდა დადებული, გოგონას სამედიცინო დაზღვევა არ ჰქონდა.

შვილის ნახვა გარდაცვალებამდე ვლადას დედამ ვერ მოახერხა. მან ტელეკომპანიებთან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ ვლადა მუდმივად გადაღლილობას უჩიოდა და დედას ეუბნებოდა, რომ ძილი ენატრებოდა.

გოგონა შანხაიში სექტემბერში გაემგზავრა. 3 თვის მანძილზე პეკინში მუშაობდა, თუმცა მისი ანაზღაურება მხოლოდ 500 დოლარი იყო.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს