როგორი იქნება დამდეგი 2018 წელი? - რას ვარაუდობენ ასტროლოგები

როგორი იქნება დამდეგი 2018 წელი? - რას ვარაუდობენ ასტროლოგები

მართალია, ახალ წლამდე ჯერ საკმაოდ დიდი დროა, მაგრამ ჩვენი საიტის მკითხველები უკვე იჩენენ დაუძლეველ ინტერესს და ხშირად მოგვმართავენ შეკითხვით - მაინც როგორი იქნება დამდეგი 2018 წელი?

ვითვალისწინებთ მათ თხოვნას და დღეს მოკლე ინფორმაციას შემოგთავაზებთ იმის შესახებ, თუ როგორი მომავალი წელი გვლოდება წინ.

თავიდანვე გაგახარებთ - როგორც ასტროლოგები ვარაუდობენ 2018 წელი, ყვითელი ძაღლის წელიწადი - საკმაოდ მშვიდი, ჰარმონიული და ნაყოფიერი იქნება. ამ წელს ადამიანები გაცილებით უფრო ტოლერანტულები, გამგებიანები და დიპლომატიურები გახდებიან ერთმანეთის მიმართ. ზოგადად მსოფლიოში წამოიწევს წინ ჰუმაურობის, საყოველთაო ძმობის და კაცთმოყვარეობის ტენდენცია.

ყვითელი ძაღლის წელი ბევრი ადამიანის ცხოვრებაში ე.წ. "ღუზის ჩაშვების" და ნანატრი სიმშვიდის მოპოვების წელიწადი იქნება. ძალიან ბევრ ჩვენგანს ზუსტად ამ წელს მიეცემა შანსი შეიძინოს ნანატრი სახლი, დაოჯახდეს და იპოვოს ბოლოს და ბოლოს ის კომფორტი და სულიერი წონასწორობა, რომელსაც მთელი სიცოცხლის მანძილზე ვერ პოულობდა.

ტოლერანტულობის კოეფიციენტი გაიზრდება სხვადასხვა რელიგიური აღმსარებლობისა და ეთნიკური წარმოშობის ადამიანებს შორის კომუნიკაციაში. პოლიტიკურ სარბიელზე კი რეალურად გაჩნდება შანსები, რომ აქამდე არსებული მწვავე კონფლიქტები გაცილებით უფრო მშვიდობიანი და დიპლომატიური გზებით მოგვარდეს.

არაჩვეულებრივი წელია მოგზაურობისთვის და შემეცნების კუთხით. არ არის გამორიცხული ამ წელს მსოფლიომ იხილოს ახალი ტექნოლოგიები და პრეპარატები, რომელიც დიდ როლს ითამაშებს სამომავლოდ ჯანდაცვის სისტემაში.

უმართლებთ ადამიანებს ვისი ხასიათის თვისებებიც გამოირჩევა:

სიმშვიდით, მეგობრულობით, მოთმინებით, ერთგულებით, პრაქტიკულობით, შრომისმოყვარეობით,

ლოგიკური აზროვნებით, მიზანდასახულობით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს