თუ ქალს დახეული ჯინსი აცვია, კაცის მოვალეობაა, გააუპატიუროს - ეგვიპტელი იურისტი

თუ ქალს დახეული ჯინსი აცვია, კაცის მოვალეობაა, გააუპატიუროს - ეგვიპტელი იურისტი

თუ ქალს თამამი სამოსი აცვია, მაგალითად - დახეული ჯინსი, მამაკაცის მოვალეობაა, გააუპატიუროს, ამის შესახებ ეგვიპტელმა იურისტმა განაცხადა.

ნაბიჰ ალ-ვაჰშმა ამის შესახებ ერთ-ერთ ტელეგადაცემაში განაცხადა, სადაც პროსტიტუციის შესახებ კანონპროექტს განიხილავდნენ.

"მოგწონთ, როდესაც ხედავთ, რომ ქუჩაში გოგონას ნახევარი სხეული უჩანს? როდესაც გოგონა ასე ჩნდება საჯაროდ, მამაკაცების პატრიოტული მოვალეობაა მისი გაუპატიურება," - განაცხადა იურისტმა.

ალ-ვაჰშის განცხადებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა როგორც ეგვიპტის, ისე - მსოფლიოს მასშტაბით. ქვეყნის ქალების ეროვნულმა საბჭომ განაცხადა, რომ აპირებს არა მხოლოდ იურისტს, არამედ - ტელეკომპანიასაც უჩივლოს.

მომზადებულია independent.co.uk-ის მიხედვით

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ