10 უიშვიათესი ვაზის ჯიში საქართველოში

10 უიშვიათესი ვაზის ჯიში საქართველოში

საქართველოში 500-ზე მეტი ვაზის ჯიშია აღრიცხული. ბევრი მათგანი მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე ხარობს, თუმცა არის ისეთი ჯიშები, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ერთეული სახით გვხვდება. „ჩემთვის ყველა ვაზის ჯიში საინტერესოა, თუმცა არსებობს იშვიათი ჯიშები, რომლებიც მხოლოდ კოლექციებში გვხვდება. ასეთ უნიკალურ ჯიშებზე დაკვირვება სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას საცდელ ბაზაზე მიმდინარეობს“, - აღნიშნავს ამ ცენტრის მებაღეობა-მევენახეობის კვლევის სამსახურის მთავარი სპეციალისტი ლონდა მამასახლისაშვილი. მისი თქმით, ჯიღაურას ექსპერიმენტულ ბაზაზე მეცნიერები ქართული ვაზის 40 ჯიშს აკვირდებიან, მათ შორის ყველაზე იშვიათი და გამორჩეული შემდეგი ჯიშებია:

ბუზა - ეს ჯიში ძირითადად ქართლში იყო გავრცელებული. მისი სახელწოდება ასე შეიძლება გავიგოთ - ბუზის ყურძენი, ბუზის საჭმელი. ეს ძირითადად საღვინე ყურძენია. როდესაც ბუზა სიმწიფეში შედის, მისი მარცვლები ადვილად სკდება და წვენს ბუზები ეხვევიან. ამ თვისების გამო მოსახლეობამ მას ბუზა ანუ „ბუზის ყურძენი“ შეარქვა. ამ ყურძნის ნარგავები საქართველოს არცერთ კუთხეში არ ხარობდა, ის მხოლოდ ერთეული ძირების სახით იყო გავრცელებული ქართლის რეგიონში.

დანახარული - ადგილობრივი მოხმარების საღვინე ყურძენია, რომელიც ქართლში ხარობდა. ესეც იშვიათი ჯიშია და მხოლოდ საკოლექციო ნაკვეთებშია დაცული. დანახარულისგან სუფრის ღვინოს ამზადებდნენ, თუმცა მისი გამოყენება წარმატებით შეიძლებასაკუპაჟედაც. ძველად ეს ჯიში საკმაოდ იყო გავრცელებული გორის, კასპისა და ცხინვალის რაიონის ვენახებში. დღეს ეს ერთ-ერთი უიშვიათესი ჯიშია.

განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს