რატომ აცილებდნენ მიცვალებულს საქართველოს მთაში არყით და რომელ ღვინოს მოიხმარდნენ ყველაზე მეტად ქელეხის სუფრაზე

რატომ აცილებდნენ მიცვალებულს საქართველოს მთაში არყით და რომელ ღვინოს მოიხმარდნენ ყველაზე მეტად ქელეხის სუფრაზე

საქართველოში ქელეხის ტრადიცია საუკუნეებია არსებობს. დროთა განმავლობაში ეს ტრადიცია ბევრჯერ გარდაიქმნა და გადასხვაფერდა. ზოგადად მიცვალებულის ხსოვნის პატივსაცემად გამართული პურობის ისტორია, ჯერ კიდევ, ადრექრისტიანული ხანიდან მოდის. საქართველოში ე.წ. "კარგაღებული" აღაპი მიღებული იყო, როდესაც მიცვალებულის სახელის პატივსაცემად გლახაკებს აპურებდნენ. მოგვიანებით ამ ყოველივემ თავისი განვითარება საერო ცხოვრებაში ჰპოვა, თუმცა ქართული სამგლოვიარო სუფრა საკმაოდ თავშეკავებული და მოკრძალებული იყო. სანამ მიცვალებულს არ დაკრძალავდნენ, სუფრას არ მიუსხდებოდნენ, შემდეგ კი, სუფრასთან მიცვალებულს მოიგონებდნენ, ჭირისუფალს ნუგეშს სცემდნენ და სუფრაც დასრულდებოდა. საბოლოო ჯამში ქელეხის სუფრა იყო ერთგვარი ნუგეშისა და თანადგომის გამოხატვის საშუალება, რომელსაც ახლობლები ჭირისუფლის მიმართ ავლენდნენ.

განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს