რა პირობებში გადაჰყავდათ მონები კონტინენტებს შორის - უსასტიკესი მონათვაჭრობის 400-წლიანი ისტორია მოკლედ

რა პირობებში გადაჰყავდათ მონები კონტინენტებს შორის - უსასტიკესი მონათვაჭრობის 400-წლიანი ისტორია მოკლედ

ფერადკანიანი მონებით ვაჭრობა კაცობრიობის ისტორიაში მოსახლეობის დეპორტაციის უმსხვილესი მოვლენაა. 400 წლის განმავლობაში, იძულების წესით, აფრიკიდან ევროპასა და ამერიკის ორივე კონტინენტზე დაახლოებით 17 მილიონზე მეტი ადამიანი გადაასახლეს.

ყველაფერი მე-16 საუკუნეში დაიწყო. დასავლეთ ნახევარსფეროში, ევროპის კოლონიზატორების მიერ ახალი მიწების აღმოჩენამ დიდი რაოდენობით მუშა-ხელის საჭიროება განაპირობა. სანამ თავად ევროპელები ერთმანეთში გაუთავებელი ომებით იყვნენ დაკავებულნი, ცოცხალი ძალის იმპორტიორად აფრიკა გამოიკვეთა. იმ დროს მკვლევარებს შავი კონტინენტის მხოლოდ სანაპირო ზოლი ჰქონდათ შესწავლილი. აფრიკის სიღრმე კი პრაქტიკულად XIX საუკუნემდე შეუსწავლელი რჩებოდა.

აფრიკის სანაპიროებს მიმდგარი ევროპული ხომალდები სხვადასხვა ტვირთს "ცოცხალ საქონელში" ცვლიდნენ. აფრიკის მკვიდრი ფერადკანიანი მოსახლეობა ევროპელთა მიზნებს მალევე მიუხვდა, თუმცა უმეტეს შემთხვევაში წინააღმდეგობის გაწევა არანაირ შედეგს არ იძლეოდა. თანდათანობით, მონებით ვაჭრობამ მასშტაბური ხასიათი მიიღო. წამყვან როლს ამ ყველაფერში ესპანეთი, პორტუგალია, დიდი ბრიტანეთი, ბელგია, ჰოლანდია და საფრანგეთი თამაშობდა. ერთი სიტყვით, აფროამერიკელებით ვაჭრობაში დასავლეთ ევროპის ყველა ის სახელმწიფო მონაწილეობდა, რომელსაც ზღვაზე გასასვლელი ჰქონდა.

1672 წლის 27 სექტემბერს ინგლისის მეფე ჩარლზ მეორე სტიუარტმა სამეფო აფრიკულ კომპანიას "ცოცხალი საქონლით" ვაჭრობაზე მონოპოლია გადასცა. შემდეგი 80 წლის განმავლობაში მხოლოდ ინგლისმა აფრიკიდან ახალ მსოფლიოში მილიონზე მეტი "ტურისტი" გადმოიყვანა.

მონებით ვაჭრობა იმდენად მომგებიანი საქმე გამოდგა, რომ ახალ-ახალი კომპანიები სოკოებივით ჩნდებოდნენ. აფრიკის ნაპირს მიმდგარი თვითოეული გემის ბორტზე სპეციალურად მომზადებული რაზმი იმყოფებოდა, რომელსაც ჯუნგლებში გადამალული ფერადკანიანების დაჭერა ევალებოდა. სანაპიროებზე სპეციალური ქალაქები-ფაქტორიები იქმნებოდა, სადაც ევროპასა და ამერიკის კონტინენტებზე გადაყვანამდე, დაჭერილი მომავალი მონები ყავდათ გამომწყვდეული. ხშირად მსხვილი ეროპელი მეწარმეები ასეთ ქალაქებში საკუთარი გემებით ჩამოდიოდნენ და სპეციალურ ბაზრებსა და აუქციონებზე მათთვის შესაფერის "საქონელს" არჩევდნენ.

ჩრდილო და სამხრეთ აფრიკის კონტინენტებსა და კუბაზე მონებს უმეტესად, თამბაქოს, შაქრის, ბამბის და ყავის პლანტაციებზე ამუშავებდნენ. ეკომონიკური სარგებლიდან გამომდინარე, მონებით ვაჭრობა და მისი თანმხლები სისასტიკე, გამართლებულად ითვლებოდა.

მონათვაჭრობის ეფექტურობა და, შესაბამისად, ამ საქმიანობიდან მიღებული შემოსავლის სტაბილურობა, ლოგისტიკაზე იყო დამოკიდებული. დანიშნულების ადგილზე "საქონელი" ჯანმრთელ მდგომარეობაში უნდა ჩასულიყო და, ამასთან, გემზე რაც შეიძლება მეტი მონა უნდა განთავსებულიყო.

მგზავრობისას, რომელიც ზოგჯერ რამდენიმე კვირას გრძელდებოდა (ხანგრძლივობა ქარზე იყო დამოკიდებული), მონებს გაუსაძლის პირობებში უწევდათ ყოფნა. შეკრულებს და შებოჭილებს ტრიუმებში, გემბანებს შორის არსებულ სივრცეში ტენიდნენ. გაუსაძლისი სიცხე, სუნი და სიბინძურე მონების ყოფას კიდევ უფრო ამძიმებდა. საშუალოდ ბორტზე მყოფი მონების 10-20%-ი გზაში იღუპებოდა. გარდაცვლილებს პირდაპირ ზღვაში ყრიდნენ. დანიშნულების ადგილზე ცოცხლად ჩასულებს წინ ახალი განსაცდელი ელოდათ - გაუთავებელი მუშაობა და დაუსრულებელი ცემა. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ ხალხმა დასავლეთ ნახევარსფეროს ეთნიკურ სურათსა და კულტურაზე უდიდესი ზეგავლენა იქონია.

XIX საუკუნის დასაწყისში თანდათან ტრანსატლანტიკური მონათვაჭრობის აკრძალვდა დაიწყო. ამერიკის ბაზრები გაჯერებული იყო აფრიკიდან მოსული "საქონლით". გარდა ამისა, ამერიკის თეთრკანიანმა მოსახლეობამ, ფერადკანიანების რიცხოვნობის გაუთავებელი ზრდის გამო, პროტესტის გამოხატვა დაიწყო.

1807 წელს აშშ-ის პრეზიდენტმა თომას ჯეფერსონმა მონათვაჭრობის გაუქმებაზე კანონპროექტს მოაწერა ხელი (საგულისხმოა, რომ ამ მომენტისთვის პრეზიდენტის უშუალო მფლობელობაში 100-მდე აფროამერიკელი მონა იყო). მალე აშშ-ს ბრიტანეთის იმპერიამაც მიბაძა. ტრანსატლანტიკურ მონათვაჭრობას საბოლოო წერტილი XIX საუკუნის ბოლოს დაესვა, როდესაც 1886 წელს მონობა კუბამ, ორი წლის თავზე კი ბრაზილიამ აკრძალა.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ

AMBEBI.GE

"ვიცი, რატომ გავრცელდა ჭორი ჩვენი დაშორების შესახებ" - რას ყვება თინა ხიდაშელი ბავშვობაზე, სტუდენტობასა და ოჯახურ ცხოვრებაზე

ქართველმა ფეხბურთელებმა "ერთა ლიგა" გამარჯვებით დაიწყეს - ეროვნულმა ნაკრებმა ესტონეთი დაამარცხა

"მეკითხებოდნენ, რატომ გათხოვდი ქართველზე, ქართველი მამაკაცის რა მოგეწონაო?" - სიყვარული, რომელმაც ჩეხი გოგონა ჩეხეთიდან რაჭაში ჩაიყვანა