სად აღმოაჩინეს პირველი კოქტეილი და რა არის "დიჟესტივი", რომელიც საჭმლის მონელებას უწყობს ხელს

სად აღმოაჩინეს პირველი კოქტეილი და რა არის "დიჟესტივი", რომელიც საჭმლის მონელებას უწყობს ხელს

საქართველოში საკმაოდ აცივდა. ვფიქრობთ რომ, დროა ღვინის მოყვარულები, ღვინის გარდა, სხვა სასმელითაც დაინტერესდნენ. ჩვენ მათ ვთავაზობთ "კოქტეილს", რომელიც ისტორიული მონაცემებით, პირველად 1806 წელს "მაისის ცნობარში" ახსენეს. კოქტეილს შემდეგნაირად განმარტავდნენ - მასტიმულირებელი ლიქიორი, რომელიც ნებისმიერი სპირტიანი სასმელისაგან მზადდება. კოქტეილს შაქარი, წყალი და მცენარეული ნაყენი ემატება.

ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, პირველად კოქტეილი ამერიკასა და ინგლისში გაჩნდა. სიტყვა "კოქტეილი" - დოღის მოყვარულებისგან არის ნასესხები. ისინი შერეული ჯიშის ცხენებს "კოქტეილებს" უწოდებდნენ, რადგან მათი კუდი ძალიან გავდა მამლის კუდს. კოქტეილის შექმნის შესახებ უამრავი ლეგენდა არსებობს, თუცა ამ ლეგენდებიდან რომელია რეალური არავინ იცის.

ერთ-ერთი ამბის მიხედვით, 2005 წელს არქეოლოგმა პატრიკ მაკგოვერნმა თიხის ქილა აღმოაჩინა, რომელიც 5 000 წლით თარიღდება. აღმოჩენის ადგილი "ტიგრისი" იყო. ქილაში მოთავსებული სითხის დანალექები ვაშლის წვენს, თაფლს და მჟავის ნივთიერებას შეიცავდა. ამ აღმოჩენას მაკგოვერნმა პირველი კოქტეილი უწოდა და მას სახელად "გროგი" დაარქვა.

განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს