ქალს, რომელმაც 1 ქმარი და 3 საყვარელი მოკლა, სიკვდილით დასჯიან

ქალს, რომელმაც 1 ქმარი და 3 საყვარელი მოკლა, სიკვდილით დასჯიან

მილიონერ იაპონელ ქალს, რომელმაც მემკვიდრეობისა და სადაზღვევო კომპანიებიდან თანხის მისაღებად სამი მამაკაცი მოკლა, სიკვდილით დასჯიან.

მკვლელობის კიდევ ერთი მცდელობა ქალისთვის უშედეგოდ დასრულდა.

კიოტოს სასამართლოს გადაწყვეტილებით, დასრულდა იაპონიის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმე, რომელშიც 70 წლის ჩისაკო კაკეჰი, მეტსახელად "შავი ქვრივი" ფიგურირებს.

კაკეჰის ადარებდნენ ობობას, რომელიც მეგობარს სქესობრივი აქტის შემდეგ კლავს.

"ბრალდებულმა მსხვერპლებს დაალევინა ციანიდი, ოთხივე შემთხვევაში მისი განზრახვა მამაკაცების მოკვლა იყო," - განაცხადა მოსამართლე აიაკო ნაკაგავამ.

მოსამართლემ არ მიიღო მხედველობაში დაცვის მხარის შუამდგომლობა, მხედველობაში მიეღო "შავი ქვრივის" დემენცია.

კაკეჰიმ მკვლელობების შედეგად 1 მილიარდი იენის (თითქმის 9 მლნ დოლარი) მოგროვება შეძლო.

ქალს უამრავ მამაკაცთან ჰქონდა ურთიერთობა, მათი დიდი ნაწილი ასაკოვანი, ან ავადმყოფი იყო. კაკეჰის სამიზნეები იყვნენ მამაკაცები, რომლებსაც შვილები არ ჰყავდათ.

მომზადებულია telegraph-ის მიხედვით

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს