69 წლის კაცს, რომელიც 8 ცოლმა მიატოვა, ამჯერად 28 წლის ქალმა უღალატა

69 წლის კაცს, რომელიც 8 ცოლმა მიატოვა, ამჯერად 28 წლის ქალმა უღალატა

69 წლის ლონდონელი რონ შეპარდი 8 ცოლმა მიატოვა. ცოტა ხნის წინ კი ტაილანდში 28 წლის კრისტი ლეილეკი გაიცნო და იფიქრა, რომ ეს ცხოვრების სიყვარული იქნებოდა და ბოლოს და ბოლოს, ბედნიერი ქორწინება ელოდა წინ.

რონმა "მირორთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ წყვილს სექსი არ ჰქონია, რადგან კრისტელი მორწმუნე ქრისტიანი იყო და ქორწინებამდე სექსზე უარს ამბობდა.

რონმა კრისტელი ტაილანდში ცხოვრებისას გაიცნო. მამაკაცი მეშვიდე ცოლზე იყო დაქორწინებული. 2015 წლიდან კი, რაც ცოლთან ურთიერთობა გაუფუჭდა და ერთმანეთს დაშორდნენ, რონმა კრისტელთან დაიწყო შეხვედრა.

კრისტელი დიდ ბრიტანეთში გადავიდა საცხოვრებლად, რონის სახლში. ქალი ამტკიცებდა, რომ პარკინსონით დაავადებულ რონთან ურთიერთობას ინგლისში საცხოვრებლად დასარჩენად არ იყენებდა.

რონმა მას ცოლობა შესთავაზა და თანხმობა მიიღო.

ერთ დღესაც კრისტელმა მამაკაცს უთხრა, რომ სახლში მიდიოდა, ოჯახის წევრების მოსანახულებლად. რონმა აღმოაჩინა, რომ ფილიპინელმა შეყვარებულმა ყველა ნივთი თან წაიღო, შემდეგ კი შეპარდი "ფეისბუქზეც" დაბლოკა.  რონი დარწმუნებულია, რომ ის სხვა კაცთან წავიდა.

შეპარდი პირველად 1966 წელს დაქორწინდა მარგარეტზე და მასთან სამი შვილი ეყოლა. მეორე ცოლი იყო ჯინეტი, 1973 წელს, ქორწინებამ მხოლოდ 1 წელს გასტანა. 1976 წელს ლესლი შეირთო და 2 ბიჭი ეყოლათ, წყვილი 5 წლის შემდეგ დაშორდა.

მეოთხედ რონი კეიტიზე დაქორწინდა, 1982 წელს.

ყველაზე გრძელი ქორწინება კი სიუსთან აღმოჩნდა, რომელიც 1986 წელს მოიყვანა ცოლად და 11 წელი იცხოვრეს ერთად.

სინგაპურელი უშა მეექვსე ცოლი გახდა 1999 წელს, 2003 წელს კი ვენზე დაქორწინდა.

მერვე ცოლი, ვენგი კი რონმა 2004 წელს შეირთო.

მომზადებულია thesun.co.uk-ის მიხედვით

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს