კრიშტიანუ რონალდო მამა მეოთხედ გახდა, ამჯერად - სუროგატი დედის დახმარების გარეშე

კრიშტიანუ რონალდო მამა მეოთხედ გახდა, ამჯერად  - სუროგატი დედის დახმარების გარეშე

მადრიდის "რეალის" თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდო მამა მეოთხედ გახდა - მისმა მეგობარმა გოგონამ, მოდელმა ჯორჯინა როდრიგესმა იმშობიარა და გოგონა გააჩინა.

"ალანა მარტინა დაიბადა! ჯორჯინაც და ალანაც თავს არაჩვეულებრივად გრძნობენ, ძალიან ბედნიერები ვართ," -დაწერა ფეხბურთელმა სოციალურ ქსელებში და კლინიკაში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.

ჯორჯინა თავს იმდენად კარგად გრძნობს, რომ ტაბლოიდების მტკიცებით,  მშობიარობიდან რამდენიმე საათის შემდეგ რონალდომ ის მადრიდის ერთ-ერთ რესტორანში წაიყვანა, ბავშვის დაბადების აღსანიშნავად.

ფეხბურთელს უკვე ჰყავს სამი შვილი, რომელიც სუროგატმა დედებმა გააჩინეს - 7 წლის კრიშტიანუ რონალდო უმცროსი და მისი 5 თვის ტყუპი და-ძმა, ევა და მატეო.

ჯორჯინა როდრიგესისთვის კი ალანა მარტინა პირველი შვილია.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს