შრიფტი
12:08 / 14-11-2017
ქალი სიკვდილისგან უცნობმა ადამიანმა გადაარჩინა - წანაზარდი მის ყელზე სიმსივნე აღმოჩნდა
ახლადდაქორწინებული დენიელ მაკალაკი კვიპროსში თაფლობის თვეს ატარებდა, როდესაც მაღაზიაში სრულიად უცნობმა ექიმმა უთხრა, რომ წანაზარდი მის ყელზე სიმსივნურს ჰგავდა და გამოკვლევების ჩატარება ურჩია.

დენიელი კვიპროსში ქმართან და ორ შვილთან ერთად იმყოფებოდა.

დიდ ბრიტანეთში დაბრუნებისთანავე მაკალაკმა ექიმს მიაკითხა და აღმოჩნდა, რომ ფარისებრი ჯირკვლის მესამე სტადიის სიმსივნე ჰქონდა.
დენიელმა სიმსივნე რადიოაქტიური იოდის საშუალებით დაამარცხა, ახლა კი წელიწადში ერთხელ შედეგის გადასამოწმებლად აკითხავს კლინიკას.

"ძალიან მადლიერი ვარ, რომ კვიპროსში სრულიად უცხო ადამიანმა ჩემი სიცოცხლე იხსნა. მანამდე არავის უთქვამს, რომ წანაზარდი ჩემს ყელზე, შესაძლოა, სიცოცხლისთვის
საშიში ყოფილიყო," - ამბობს მაკალაკი.

ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნე უფრო ხშირად ქალებს ემართებათ, თუმცა ყოველთვის ავთვისებიანი არ არის.

დენიელი ურჩევს ყველას, საეჭვო სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში აუცილებლად მიმართონ ექიმს.

ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნეს რამდენიმე ნიშანი აქვს, მათ შორის - წანაზარდი ყელზე, ხმის უმიზეზოდ წართმევა, ყლაპვის გართულება.


მომზადებულია independent.co.uk-ის მიხედვით
12:26 / 14-11-2017
მი ძალიან კარგად მესმის
0
ზუსტად ამ დაავადებით და საშინელი ენით აღუწერელი წამებით ჩემი ოჯახის წევრი დაიღუპა.

უბრალოდ იმ წამებას რაც ჩემმა ოჯახის წევრმა განიცადა სიტყვებით ვერ ავღწერ.

ბოლოს ფაქტიურად ჩონჩხი გახდა.

დარწმუნებული ვარ ჯოჯოხეთიდან ეშმაკი რომ ჩამოსულიყო იმასაც შეეცოდებოდა.

არავის არ ვუსურვებ ამას.
ფოტოგალერეა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
22:02 / 20-11-2017  Image "თავში ჩამარტყეს ბლაგვი საგანი, ასევე მომაყენეს დანით ჭრილობა" - "ჩცდ"-ის მსახიობზე თავდასხმას შსს იძიებს
+VIDEO| "შაგუს ძმაკაციო თუ რაღაც მომესმა...
18:01 / 20-11-2017  Image რას ყვებიან მეზობლები ბათუმში "ბენზეს" დასახლებაში 24 წლის გოგონას გარდაცვალებასთან დაკავშირებით
+VIDEO: გარდაცვლილს ექსპერტიზა ამ დრომდე არ ჩატარებია
18:31 / 20-11-2017  Image ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად
09:36 / 20-11-2017  Image სენსაციური აქცია Jeep Grand Cherokee – 99’000 ლარად !+ ყველაფერი უფასოდ 3 წლიან საგარანტიო პერიოდზე!
Jeep -ის ცენტრში ნამდვილი Jeep -ის შეძენისას ავტომობილის მომსახურებას მიიღებთ აბსოლუტურად უფასოდ სრულ 3 წლიან საგარანტიო პერიოდზე
15:40 / 20-11-2017  Image რუსეთში ქმარს ცოლი 6 წლის განმავლობაში დატყვევებული ჰყავდა და აწამებდა

რინატ ბალიანოვს პარტნიორის  ცემა, წამება და ცოლის თავისუფლების რამდენიმეწლიანი აღკვეთა ბრალდება

პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
2017-10-15 07:45:43
ბავშვის აღზრდა რთული და ხანგრძლივი...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49