"ვითიშებოდი, სისხლისგან ვიცლებოდი, სიკვდილთან ბრძოლის ძალა არ მქონდა“ – "ნიჭიერის“ კონკურსანტის სევდიანი ისტორია, რომლის ცხოვრება ავარიამ შეცვალა

"ვითიშებოდი, სისხლისგან ვიცლებოდი, სიკვდილთან ბრძოლის ძალა არ მქონდა“ – "ნიჭიერის“ კონკურსანტის სევდიანი ისტორია, რომლის ცხოვრება ავარიამ შეცვალა

ჩვენი ცხოვრება დაბადებისთანავე გადაწყვეტილია, რა გველის მომავალში ამის წინასწარ განსაზღვრა ადამიანებს არ შეგვიძლია. არავინ არის დაზღვეული შემთხვევითობისგან, რომელსაც ხანდახან ჩვენი სიცოცხლეც კი ეწირება.

პარამოცეკვავე, სალომე გოგეშვილის ცხოვრება ერთმა შემთხვევამ შეცვალა, ახალგაზრდა დედა სამი წლის წინ, ავარიაში მოხვდა და ხელი დაკარგა. იყო დეპრესია, გაუსაძლისი ტკივილები, სუიციდის მცდელობა, თუმცა საკუთარ თავში იპოვა ძალა, ცხოვრება ცალი ხელით გაეგრძელებინა და საკუთარ თავში ისეთი შესაძლებლობები აღმოაჩინა, რომელსაც მანამდე ვერც კი ამჩნევდა.

სალომე ახლა პროექტ "ნიჭიერის" მონაწილეა, უნდა რომ თავისი მეორე დაბადების შესახებ მთელმა საქართველომ გაიგოს და ადამიანებს სტიმული მისცეს.

- რთული, სევდიანი და მტკივნეული ისტორია მაქვს, ჩემი ცხოვრება 2014 წლის 17 აგვისტოს მომხდარი ავარიის შემდეგ, ორად გაიყო. მანამდე ჩვეულებრივი დიასახლისი ვიყავი, რომელიც ორ შვილს ზრდიდა და მუშაობდა, მაგრამ მერე ყველაფერი შეიცვალა. სამსახურიდან სახლში ვბრუნდებოდი, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, მოხდა შეჯახება და დავკარგე მარჯვენა ხელი.

ავარიის დროს, ვერ ვგრძნობდი ტკივილს, მხოლოდ კადრები მიტრიალებდა ჩემი ცხოვრებიდან. მივხვდი, ვერაფერი მოვასწარი, ღირებული არაფერი შემიქმნია. ღმერთს მადლობას ვწირავ, ორი შვილის დედა ვარ, ეს რომ გავაცნობიერე, გადარჩენას ვითხოვდი, მივხვდი სიკვდილის უფლება არ მქონდა. ვითიშებოდი, სისხლისგან ვიცლებოდი, სიკვდილთან ბრძოლის ძალა არ მქონდა... მერე საავადმყოფოში მიმიყვანეს, მხოლოდ ერთი სიტყვა მესმოდა: ამპუტაცია... ვერ ვხვდებოდი, რის ამპუტაციას მიკეთებდნენ, ხელებს ვგრძნობდი, ფეხებსაც ვამოძრავებდი... განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს