რატომ არ ბანაობენ ჩინელი ქალები მშობიარობიდან 1 თვის განმავლობაში

რატომ არ ბანაობენ ჩინელი ქალები მშობიარობიდან 1 თვის განმავლობაში

"მშობიარობის შემდგომი იზოლაცია" დიდ ბრიტანეთში მცხოვრები ჩინელების საზოგადოებაში მიღებული წესია. ამ პერიოდის განმავლობაში არ იღებენ სტუმრებს, ბავშვის დაბადებიდან 1 თვის განმავლობაში არ ბანაობენ და თავადაც არ გადიან სახლიდან.

"საკუთარ სახლში ყოფნა ამ პერიოდის განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანია," - ამბობს ბრიტანეთში მცხოვრები ჩინგი, რომელიც მშობიარობიდან 28 დღის განმავლობაში გარეთ არ გასულა.

მისი განმარტებით, ახალშობილის იმუნიტეტი იმდენად სუსტია, რომ "საკუთარ მშობლებს და მათ ბაქტერიებს უნდა შეეჩვიონ", ამიტომ იზოლაცია აუცილებელია.

"თუ თქვენ არ იზიარებთ ამ პრაქტიკას, საკუთარ თავს ვნებთ," - ამბობს ჩინგი "ბიბისისთან".

მშობიარობის შემდგომი იზოლაციის ტრადიცია აზიაშია ფართოდ გავრცელებული.

თუმცა ჩინგის დიდ ბრიტანეთში დაბადებული ქმრისთვის ძნელად გასაგები აღმოჩნდა ცოლის იზოლაცია.

"არ მგონია, მას გაეგო, რომ დედობას უამრავი წესი სდევს თან. ჩემი ქმრისთვის ეს ცოტა რთული აღმოჩნდა, ამასთან - მას სურდა, ბავშვი ყველასთვის ეჩვენებინა," - ამბობს ჩინგი.

ნახევარი მილიონი ჩეჩენისა და ინგუშის დეპორტაცია საქონლისთვის განკუთვნილი ვაგონებით - ოპერაცია "ჩეჩევიცას" უმძიმესი შედეგები

რატომ იხატავდნენ ქალები ფეხებზე სწორ ხაზებს მეორე მსოფლიო ომის დროს?

გოლფის ლეგენდამ სიკვდილს თვალებში ჩახედა - ტაიგერ ვუდსის მდიდრული ცხოვრება, სასახლეები და სასიყვარულო სკანდალები