დაუჯერებელი ამბავი - ნახეთ, როგორ გამოიყურება 71 წლის მომღერალი

დაუჯერებელი ამბავი - ნახეთ, როგორ გამოიყურება 71 წლის მომღერალი

თურქული შოუ-ბიზნესის ვარსკვლავმა, მომღერალმა და მსახიობმა აჯდა პეკანმა "ფეისბუქზე" გამოაქვეყნა ფოტო, რომელიც სამზარეულოშია გადაღებული, 71 წლის მომღერალი არაჩვეულებრივ ფორმაშია.

აჯდა ამტკიცებს, რომ მისი სილამაზის საიდუმლო ვარჯიშსა და სწორ კვებაშია, მაგალითად, მის რაციონში ხშირად არის თევზი.

ფოტო სოციალურ ქსელებში ძალიან პოპულარული გახდა, თუმცა როგორც თურქულმა მედიამ გაარკვია, აჯდამ ხელმომწერები "მოატყუა" – მომღერალს აცვია სპეციალური თეთრეული, რომელიც ფორმებს ამრგვალებს და იდეალურს ხდის.

ასაკთან საბრძოლველად პეკანმა არაერთხელ მიმართა პლასტიკურ ქირურგებს. თურქი ჟურნალისტების ინფორმაციით, ოპერაციების რაოდენობის მიხედვით აჯდა რეკორდსმენია, მაგალითად, ცოტა ხნის წინ მან მკერდი გაიდიდა.

ასაკის მიუხედავად, მომღერალი კვლავ ჰიტ-აღლუმების სათავეშია და არაჩვეულებრივ ფიზიკურ ფორმას ინარჩუნებს. მუდმივად თამამად იცვამს და პოზირებს ფოტოკამერების წინ.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს