როგორი იქნება მომდევნო 9 თვე ზოდიაქოს ნიშნებისთვის - "ლილიტი თხის რქაში ნეგატიურ ასპექტებს გააკეთებს"

როგორი იქნება მომდევნო 9 თვე ზოდიაქოს ნიშნებისთვის - "ლილიტი თხის რქაში ნეგატიურ ასპექტებს გააკეთებს"

ასტროლოგი ხათუნა ნოელი მომდევნო 9 თვის ასტროლოგიურ ასპექტებზე გვესაუბრება:

"ლილიტის თხის რქაში მოძრაობის დროს, როგორც ალბათ ხვდებით, ყველაზე მეტი სირთულეები ექნებათ იმ ადამიანებს, ვისაც შავი მთვარე, მზე, მთვარე, ასცემდენტი ან მედიუმ ქოელი ჰყავთ უშუალოდ თხის რქაში. ასევე გაუჭირდებათ ვერძებს და სასწორებს, რადგან მათი მზეების მიმართ ამ ცხრა თვის მანძილზე ლილიტი ნეგატიურ ასპექტებს გააკეთებს.

შედარებით უმტკივნეულო იქნება ეს პერიოდი მშვილდოსნებისათვის, მათ უკვე მოუწიათ ლილიტისეული გამოცდების ჩაბარება და ახლა ასე ვთქვათ, ისვენებენ.

მორიელის ნიშანში იუპიტერი იმყოფება და აქაც დიდი შანსია, რომ ისინიც შედარებით დაცულები გამოვიდნენ. მათთან ერთად კი წყლის სტიქიის დანარჩენი ორი ნიშანიც - ანუ თევზები და კირჩხიბი ცოტა უფრო იოლად გადაიტანენ შავი მთვარის ამ ტრანზიტს, ოღონდ ეს იმ შემთხვევაში, თუ განვლილი 9 წლის მანძილზე აქტიურად ებრძოდნენ საკუთარ თავში ლილიტური ცდუნებების გამოვლინებებს. ანუ ამუშავებდნენ ამ შავ მთვარეს.

ძალზე ზოგადი შეფასებებით რომ არ შემოვიფარგლოთ, მოდით, კონკრეტულად განვიხილოთ ზოდიაქოს რომელ ნიშნებს რისი გადატანა მოუწევთ ამ ტრანზიტის დროს.

ტრადიციას დავარღვევ და ამჯერად ვერძის ნაცვლად თხის რქით დავიწყებ, რადგან ყველაზე მეტი ცდუნებები სწორედ მათ ელით. თუმცა აქვე დავამშვიდებ ამ ადამიანებს და ვეტყვი, შესაძლო ნეგატივს ადგილი ექნება არა მთელი ამ 9 თვის მანძილზე, არამედ მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს ლილიტი თქვენს მზეს შეუერთდება. კონკრეტულად როდის მოხდება ეს დამოკიდებულია იმაზე თუ თხის რქის რომელ გრადუსზე დგას პირად რუკაში თქვენი ლილიტი.

ამ დროს მთელი თქვენი შინაგანი წესიერების მობილიზება გმართებთ, რადგან ლილიტი შეეცდება რაღაც ინტრიგები მოაწყოს, გაცდუნოთ და გარეთ გამოიტანოს ის უარყოფითი, რასაც გულმოდგინებით მალავთ საკუთარ თავში. მოკლედ რომ ვთქვათ, მიდის გამოცდა სულიერ სიმტკიცეზე. ეს ის პერიოდია, როდესაც თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდებიან ადამიანები, რომელთა ხასიათშიც შესაძლოა ზუსტად ის მანკიერი თვისებები იჯდეს, რასაც თავად ატარებთ. მათთან შეხვედრამ, ან შესაძლოა სხვა მოვლენებმაც პროვოცირება გაგიკეთოთ და გიბიძგოთ არც თუ ისე ღირსეული საქციელისაკენ. კონკრეტულად რა თემებს შეეხება ეს ქმედებები, უნდა იმ სახლის მიხედვით განისაზღვროს, რომელშიც თქვენი მზე დგას. ასევე ყურადსაღები იქნება მზისა და ლილიტის მიმართ სხვა ასპექტებიც.

ისინი ვინც წინა 9 წლის განმავლობაში მუდმივად ცდილობდნენ საკუთარ თავში ლილიტის დათრგუნვას, ამ პერიოდის გამოყენებას სულიერი განვითარების თვალსაზრისითაც კი შეძლებენ. დიდი ალბათობით, ისინი კარგად გაარჩევენ საიდან მოდის ცდუნება და იოლად გაუმკლავდებიან ნეგატიურ იმპულსებს.

ეს ინფორმაცია შეეხებოდათ ლილიტი - თხის რქებს და იმ ადამიანებს, ვისაც მზე ამ ნიშანში ჰყავთ. მომდევნო ინფო უკვე მზით ვერძებისთვისაა განკუთხვნილი.

ვერძის მზისაგან თუ ავითვლით, ლილიტი მე-10 ნიშანში ხვდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ადამიანებისთვის დღის წესრიგში კარიერული და სოციალური მიზნები დადგება. გაჩნდება ცდუნება ყველას და ყველაფერს ჩირქი მოსცხოს, დაამციროს, გააშავოს. თავნებობს, ისე იქცევა, როგორც მოეპრიანება, უფროსების მიმართ უპატივცემლობას ამჟრავნებს. ასეთ დროს ადამიანები ხშირად სამსახურიდან მოდიან, ზოგი საკუთარი ნებით, ზოგს კი უბრალოდ ანთავისუფლებენ. თუმცა ვერძი სულიერების მაღალ საფეხურზე დგას, ლილიტის ტრანზიტი აძლევს საშუალებას გათავისუფლდეს ცხოვრების მიმართ მეწვრილმან ური დამოკიდებულებისაგან, მიხვდეს თუ სად უშვებდა შეცდომებს მიზნების არჩევანში. მაგრამ ვინაიდან ლილიტმა შესაძლოა შეცდომაში შეგიყვანოთ, ალბათ მაინც უკეთესი იქნება, თუ სამსახურიდან წამოსვლის შესახებ განცხადებას შავი მთვარის თხის რქის ზოდიაქოდან გავლის შემდეგ დაწერთ...

კუროსთვის თხის რქა მე-9 ნიშანია, და ლილიტის აქ ტრანზიტი მისთვის აქეთ-იქით უთავბოლო მაწანწალობის, ხეტიალის სურვილს აღძრავს. ადამიანს უჩნდება ცდუნება საკუთარი თავი ყოვლისმცოდნედ წარმოიდგინოს, ჭკუა არიგოს სხვებს, როგორ უნდა იცხოვრონ. რასაკვირველია, ჯობია ამ დროს შინ დაეტიოთ, უცხოეთში გამგზავრება კი წლის მეორე ნახევრისათვის გადადოთ. იმ კუროებმა კი ვინც უმაღლეს სასწავლებელში სწავლობს, არამცდაარამც არ უნდა შეწყვიტონ განათლების მიღება.

ტყუპების ნიშნისთვის ლილიტი მე8 სახლში ხვდება, ამიტომ მათ სარისკო ქმედებების სურვილი უჩნდებათ. ეს შესაძლოა იყოს როგორც ფინანსური რისკები, ისე სექსუალური ავანტიურები და ყველა ის სიტუაცია რომელიც მძაფრი შეგრძნებების მიღების შესაძლებლობას იძლევა. ასეთ დროს ადამიანი გაუფრთხილებელი ხდება და ვერ ხედავს, თუ რამხელა ზიანი შეიძლება მიადგეს, რა შედეგებით დასრულდეს მისი საქციელი. ქმედებებს შესაძლოა ჰქონდეთ ფატალური, და სიცოცხლისათვის საშიში ხასიათიც კი. საჭიროა უაღრესად გონიერი, ფხიზელი თვალი. ან ადამიანი გვერდზე, ვინც მაქსიმალურად დაგიცავთ.

კირჩხიბისთვის პარტნიორული თემები წამოიწვს წინ და ცდუნებებიც აქ გაჩნდება. ეს იქნება ცოლ-ქმრული ღალატის თემაც და ასევე ოპონენტების აზრის მიუღებლობაც. ადამიანი ვერ ითმენს განსხვავებულ აზრს. როგორც წესი, მისი ასეთი დამოკიდებულება არასამართლიანია.

რაც შეეხებათ მზით ლომებს- მათთვის ლილიტი ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ თემებს აღძრავს. თუმცა, როგორც წესი სერიოზული დაავადებების გაჩენის საფუძველი არ არსებობს, ეს უბრალოდ ლილიტი არასწორ ჭრილში მიმართავს ადამიანი გონებას და მას ეჩვენება, რომ უამრავი განუკურნებადი დაავადება სჭირს ერთდროულად. ამიტომ ლომებს მართებთ თავის ხელში აყვანა და უსაფუძვლო წუწუნის ნაცვლად კარგ სპეციალისტთან ვიზიტი, რათა დარწმუნდნენ რომ სერიოზული არაფრი სჭირთ და კვლავ შეუდგნენ მიტოვებული ყოველდღიური მოვალეობების შესრულებას.

ქალწულებმა უნდა იფრთხილონ რომ შვილებთან მათი დამოკიდებულება არ გახდეს არაადეკვატური. მათ ვისაც ჯერჯერობით შვილები არ ჰყავთ, ლილიტმა შესაძლოა უწესრიგო სასიყვარულო ურთიერთობებისაკენ უბიძგოს. შედეგად შესაძლოა მოულოდნელი დაფეხმძიმება, ანუ აქაც ბავშვების თემა წამოიჭრას. ნაწილი სასწორებისთვის, განსაკუთრებით კი ასაკოვანი ადამიანებისთვის ბავშვობის ასაკში გადავარდნის საშიშროება იზრდება. რაც იმასაც გულისხმობს, რომ ადამიანი უპასუხისმგებლო ხდება საკუთარი ქმედებების მიმართ. ასევე მატულობს იმის რისკი, რომ სასწორები აზარტულ თამაშებს მიეძალონ.

სასწორებმა უნდა იფრთხილონ ოჯახის წევრებთან, განსაკუთრებით კი მშობლებთან ურთიერთობისას. უნდა ეცადონ არ ატკინონ გული მათ. შეუფრებელი დროა საცხოვრებელი ადგილის გამოცვლისათვის.

მორიელებისთვის, როგორც უკვე ვთქვით შედარებით მშვიდი პერიოდია, თუმცა სიფრთხილის გამოჩენა არც მათ აწყენთ. აქ შეუფერებელი კონტაქტების დამყარების ცდუნებები მოვა, ზოგს პორნოგრაფიული შინაარსის ინფორმაციისაკენ უჩნდება ინტერესი, ზოგს ბანალურად ჭორები აინტერესებს. ადამიანი შესაძლოა უზომოდ ბევრს ლაპარაკობდეს და ვერ გრძნობდეს, რომ გარშემომყოფებს თავისი საუბრით თავს აწყენს. ხშირად ფუჭდება ურთიერთობა და-ძმასთან, მეზობლებთან, კოლეგებთან.

რაც შეეხებათ მზით მშვილდებს, მათ დიდი ფულის კეთების საშუალება ეძლევათ, თუმცა როგორც იტყვიან, გზებსაც ხომ გააჩნია. საინტერესოა რომ გურმანებად ცნობილ მშვილდოსნებს შესაძლოა რომელიმე კერძის ან კომპონენტისადმი აქამდე სრულიად უცხო ანტოპათია ან ზიზღიც კი გაუჩნდეთ. სულ ესაა, რაც შეიძლება ამ ტრანზიტმა პრობლემა მოუტანოს, რადგან როგორც უკვე ვთქვით, ახლა მათ ''დასვენების'' პერიოდი აქვთ.

ვინაიდან თხის რქებზე უკვე ვისაუბრეთ, გადავალ მერწყულებზე. ლილიტი მათგან მე12 ნიშანში იმყოფება და უნდა ითქვას, რომ აქ თავს ძალზე უცნაურად ავლენს. უფრო სწორედ თუ ვიტყვით, საერთოდაც არ ავლენს თავს. თუმცა ეს მხოლოდ გარეგნულად. და ამან მერწყულები არ უნდა მოატყუოს. რადგან სწორედ ამ დროს ხდება ფუნდამენტის ჩადება ლილიტისეული ნეგატივისადმი, რომელიც უკვე შავი მთვარის მათ ნიშანში გადასვლისას იჩენს თავს. ერთი პლიუსი, რაც აქ ლილიტს მოაქვს არის ის, რომ მერწყულებს ინტუიცია უძლიერდებათ და სხვების დაფარულ აზრებსაც კი თავისუფლად კითხულობენ! განსაკუთრებით კი ნეგატიური შეფერილობისას.

და ბოლოს - თევზებით დავასრულებ - მათთვის ლილიტის თხის რქაში ტრანზიტი მეგობრებთან ურთიერთობის თემებს გაამწვავებს, თუ განვლილი 9 წლის მანძილზე ადამიანი საკუთარ თავში ნეგატივს არ ებრძოდა, მისთვის ახლა ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი ისადგურებს, რადგან ლილიტი მისგან მე-11 სახლში იმყოფება, მე-11 სახლი კი ჩვენი იმედები, მომავლის გეგმები და პირადი თავისუფლებაა. ასეთ შემთხვევაში მზით თევზები ცხოვრებას უპერსპექტივოდ, ხოლო თავს დათრგუნულად აღიქვამენ. თუმცა იმედია, რომ იუპიტრის ჰარმონიული ასპექტები მათ ასეთ მდგომარებას დააბალანსებს და შეღავათებს მისცემს.

ასეთი გახლავთ შავი მთვარის თხის რქის ზოდიაქოში ტრანზიტის ზეგავლენა ზოდიაქოს ყველა მიშნისათვის, თუმცა კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩვენი პროგნოზი მხოლო ლილიტისა და მზის ურთიერთ ასპექტაციას ითვალისწინებდა და შესაბამისად ძალიან ზოგადია. უფრო ზუსტი პროგნოზისათვის კი რაღა თქმა უნდა, პირადი რუკის მთლიანი ანალიზია საჭირო".

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს