რომელი ხის პარკეტის დაგება ჯობს სახლში და როგორ უნდა მოუაროთ - ექსკლუზიური ინტერვიუ "პარკეტის მოცარტად" წოდებულ ხელოსანთან

რომელი ხის პარკეტის დაგება ჯობს სახლში და როგორ უნდა მოუაროთ - ექსკლუზიური ინტერვიუ "პარკეტის მოცარტად" წოდებულ ხელოსანთან

იატაკი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალია სახლში. მას შეუძლია მთლიანად შეცვალოს ინტერიერი. როცა იატაკის საფარს ირჩევთ, ამ საკითხს დიდი სერიოზულობით უნდა მოეკიდოთ და გარწმუნებთ, თქვენ მიიღებთ შესანიშნავ შედეგს: დახვეწილ, მყუდრო და ჰარმონიულ ინტერიერს. ბოლო პერიოდში აქტუალურია მხატვრული პარკეტი. იგი მსოფლიოში ერთ-ერთ ელიტარულ პროდუქტად ითვლება, ვინაიდან მზადდება ხის ძვირფასი, ძვირად ღირებული ჯიშებისგან და მათი დამუშავება სპეციალური ტექნოლოგიით ხდება. მხატვრული პარკეტის შექმნა საკმაოდ რთული და შრომატევადი პროცესია. მხატვრული პარკეტის შესახებ გრიშა გედენიძე გვესაუბრება, რომელსაც ხშირად პარკეტის მოცარტსაც კი უწოდებენ.

იგი 29 წლის გახლავთ და პარკეტზე მუშაობის 13-წლიანი გამოცდილება აქვს. მხატვრული პარკეტის დაგება რუსეთში ისწავლა. წლების განმავლობაში თავისი ხელობით მუშაობდა კრემლის დარბაზებში, მინისტრების კაბინეტებში, ფეშენებელურ ვილებში, სავაჭრო ცენტრებში, პარკეტი დაგებული აქვს რუსული ესტრადის არაერთ ვარსკვლავთან. გრიშა დაახლოებით 6 თვის წინ დაბრუნდა საქართველოში და სურს, მხატვრული პარკეტი აქაც ისეთი აქტუალური და მოთხოვნადი გახადოს, როგორც ეს სხვა ქვეყნებშია.

- განსხვავებული მეთოდით აგებთ პარკეტს. რა ჰქვია ამ მეთოდს?

- ეს არის მხატვრული პარკეტი. მოსკოვში ვისწავლე მსგავსი მეთოდით პარკეტის დაგება. ორი წელი ერთ-ერთ წამყვან ფირმაში ვმუშაობდი, შემდეგ მე თვითონ გავაკეთე მცირე საწარმო და კერძოდ დავიწყე მუშაობა. ბრიგადაში 5-6 კაცი მყავდა და ერთობლივად ვმუშაობდით... განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს