ქვევრის ჰიგიენა და სარეცხი საშუალებები - რომელ იარაღებს იყენებენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში

ქვევრის ჰიგიენა და სარეცხი საშუალებები - რომელ იარაღებს იყენებენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში

ქვევრის რეცხვასა და ზოგადად მარნის ჰიგიენას, შეიძლება ითქვას, რომ ღვინის ქართულად დაყენების საქმეში უმთავრესი ადგილი უჭირავს. ყურძნის ხარისხიდან დაწყებული, მისი გადამუშავებით დამთავრებული, ყოველი ეტაპი საბოლოო პროდუქტის - ხარისხიანი ღვინის მისაღებად თავის როლს ასრულებს, მაგრამ თუკი ღვინის დაყენების რომელიმე ეტაპზე დაშვებული მცირედი შეცდომის გამოსწორება ხშირად შეიძლება, ქვევრის არასათანადო რეცხვა-ჰიგიენას ნამდვილად მივყავართ გამოუსწორებელ შედეგამდე.

ქვევრში ღვინის დაყენების საქმისთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული პროცესი ქვევრის რეცხვაა, რასაც აუცილებლად ესაჭიროება ძალზე გამოცდილი ხელი. რა თქმა უნდა, ისეთ მნიშვნელოვან პროცესში, როგორიც ღვინის დაყენებაა, არაპროფესიონალი თითქმის არ მონაწილეობს, მაგრამ ზოგიერთ ეტაპზე დასაშვებია შედარებით გამოუცდელი ადამიანების ჩარევა, რაც, ქვევრის რეცხვის შემთხვევაში, სრულიად უნდა გამოირიცხოს.

ქართულ ენაში გვხვდება ტერმინი „ქვევრის მრეცხავი“, რაც გვაფიქრებინებს, რომ ამ ოპერაციას პროფესიონალი ადამიანი ახორციელებდა. აღნიშნული ტერმინიდან გამომდინარე, ცხადი ხდება, რომ მისი სახით საქმე გვაქვს ადამიანის ერთ-ერთ პროფესიასთან. ყურადსაღებია ერთი მნიშვნელოვანი მომენტიც, კერძოდ, ქართულ ენაში მეღვინეობასთან დაკავშირებულ მრავალ ტერმინთან ერთად ბევრ იმგვარ სიტყვასა და ტერმინსაც შევხვდებით, რომლითაც არასათანადოდ გარეცხილ ქვევრში დაყენებული ღვინის გემოს დამახასიათებელი ნიშნებია გადმოცემული. მაგალითად: „ხელიანი ღვინო“; „ღვინოს ხელი აქვს“; „ჭურის გემო დაჰკრავს“; „ქვევრის გემო“ თუ სხვ.

საქართველოში ქვევრის გასარეცხ საშუალებად მარნის ბევრი იარაღი გამოიყენებოდა და გამოიყენება ამჟამადაც.

განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს