”ქამრით გვცემდნენ, სანამ საჭმელს ბოლომდე არ შევჭამდით,” - მამაკაცი ოცნებებს 81 წლის ასაკში ისრულებს

”ქამრით გვცემდნენ, სანამ საჭმელს ბოლომდე არ შევჭამდით,” - მამაკაცი ოცნებებს 81 წლის ასაკში ისრულებს

ტომი 81 წლისაა და სურს, გააკეთოს ყველაფერი, რისი გაკეთებაც ბავშვთა თავშესაფარში გატარებული მძიმე წლების გამო ვერ შეძლო.

"მათ ჩვენზე უნდა ეზრუნათ, თუმცა ყველაფერი პირიქით იყო. ბავშვთა სახლში ჩვენი მეთვალყურეები ერთი ქალი და ერთიც - მამაკაცი იყვნენ. მცემდნენ ყოველ დილას. ქალს ხელში ყოველთვის ეჭირა ქამარი, თუ რამე საჭმელი არ მოგვეწონებოდა, ის ჩვენს უკან იდგა და გვირტყამდა, სანამ ბოლომდე არ შევჭამდით," - ყვება ტომი "ბიბისისთან".

როდესაც ბავშვთა სახლში მოხვდა, სულ რაღაც 3 წლის იყო. ის იხსენებს, რომ მომვლელი კაცი სასტიკად ცემდა, თუ ძილის დროს მოშარდავდა. გადმოათრევდა საწოლიდან, ჩასვამდა ცივი წლით სავსე აბაზანაში და აიძულებდა, რამდენიმე საათის მანძილზე გაეძლო.

ბავშვთა სახლს ტომიმ თავი 16 წლის ასაკში დააღწია და სცადა, ნორმალური ცხოვრება დაეწყო, თუმცა უამრავი წელი დასჭირდა, რომ საკუთარი წარსული მიეღო.

"სანამ ამაზე არ ვყვებოდი, ყოველთვის ვფიქრობდი, იქნებ ახლა სხვა ბავშვებს უხდებათ იმ ყველაფრის გადატანა, რაც მე გადავიტანე. ვცდილობ, მაქსიმალურად დავტკბე ცხოვრებით, გავაკეთო ყველაფერი, რისი გაკეთებაც დროულად ვერ მოვასწარი," - ამბობს ის.

ტომის საკუთარი სურვილების სია აქვს შედგენილი :

1. დაუკრას დასარტყამ ინსტრუმენტებზე ნამდვილი როკ-ვარსკვლავივით

2. ესტუმროს პეპლების ბაღს

3. მოინახულოს რომი

4. ნახოს შავი გედი

5. დაეხმაროს სხვა ადამიანებს

სიიდან, ჯერჯერობით, მხოლოდ შავი გედის მონახულება დარჩა. ამბობს, რომ ადამიანები ძალიან დაეხმარნენ და თავს ბევრად კარგად გრძნობს.

"სულ ვცდილობდი სახლში ვყოფილიყავი, რადგან თავი ყველასთვის ზედმეტი მეგონა. ახლა ყველაფერი უკან დარჩა," - ამბობს ტომი.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს