ცნობილი სექტის ლიდერი, რომელმაც უამრავი ადამიანი სასტიკად მოკლა, ციხეში გარდაიცვალა

ცნობილი სექტის ლიდერი, რომელმაც უამრავი ადამიანი სასტიკად მოკლა, ციხეში გარდაიცვალა

მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დამნაშავე, ჩარლზ მენსონი აშშ-ში ციხის საავადმყოფოში გარდაიცვალა. მას სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.

მენსონმა 1960-იან წლებში ჩამოაყალიბა საკუთარი სექტა, ”ოჯახი”, რომელიც უამრავ მკვლელობას ჩადიოდა.

მენსონის მსხვერპლთა შორის იყო რეჟისორ რომან პოლანსკის 8 თვის ორსული ცოლი, მსახიობი შერონ ტეიტი. შერონთან ერთად მენსონის დაჯგუფებამ იმავე საღამოს კიდევ 4 ადამიანი მოკლა.

ჩარლზ მენსონი 1934 წლის 12 ნოემბერს დაიბადა ოჰაიოში. მისი დედა, კეტლინ მედოქსი 16 წლის იყო, როდესაც ჩარლზი გაჩნდა.

მამის ვინაობა დღემდე არ არის ცნობილი. ბავშვობა მენსონს საკმაოდ მძიმე ჰქონდა, დედა დააპატიმრეს, თავად კი ბიჭების სპეციალურ დაწესებულებაში სწავლობდა, საიდანაც გაიქცა და ავტომობილი გაიტაცა.

მენსონს კანონთან პირველი პრობლემები 20 წლის ასაკში დაეწყო, მას 10 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ციხიდან 1967 წელს გამოვიდა.

მენსონი იხსენებს, რომ როდესაც მეგობარ გოგოსთან, მერისთან ერთად კალიფორნიაში მოგზაურობდა, მასთან თავად მოდიოდნენ ადამიანები, რომლებმაც საზოგადოებაში თავის დამკვიდრება ვერ შეძლეს. ეს ადამიანები მენსონის სექტის, ”ოჯახის” წევრები ხდებოდნენ, ”დები” და ”ძმები”, იცვლიდნენ სახელებს.

”ოჯახმა” ბინა ლოს-ანჯელესთან ახლოს, რანჩო სნეპში დაიდო, რომელსაც მანამდე ვესტერნების გადასაღებ მოედნად იყენებდნენ. რანჩოში ”ოჯახის” წევრები მღეროდნენ სიმღერებს, აწყობდნენ ორგიებს, ატარებდნენ სატანურ რიტუალებს, მოიხმარდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს, ხოცავდნენ ცხოველებს და მათ სისხლს სვამდნენ.

ყველაზე ცნობილი მკვლელობა

დაჯგუფების ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი რეჟისორ რომან პოლანსკის ცოლი, შერონ ტეიტი და მასთან ერთად მყოფი სამი ადამიანი გახდა. ისინი ”ოჯახის” წევრებმა უმოწყალოდ დახოცეს, დანებით აკუწეს. მეხუთე მსხვერპლი კი იმავე საღამოს სტივენ პერენტი გახდა.

ტეიტს დანით 16 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, ხუთი - სასიკვდილო იყო.

მოგვიანებით დაჯგუფებამ მოკლა ლოს-ანჯელესში ცნობილი სტილისტი, ყავის მაღაზიის მფლობელი და სხვები.

პოლიციამ შეძლო ”ოჯახის” ყველა წევრის დაპატიმრება, სიკვდილით დასჯას კი მხოლოდ იმიტომ გადაურჩნენ, რომ აღკვეთის ღონისძიების ეს სახე კალიფორნიაში 1972 წელს გაუქმდა.

დაჯგუფების წევრებს შუბლზე ამოტვიფრული ჰქონდათ "სვასტიკა", ამ დაღით მენსონმა მთელი ცხოვრება გაატარა.

სამუდამო პატიმრობამისჯილმა მენსონმა 13-ჯერ მოითხოვა შეწყალება, თუმცა ყოველ ჯერზე უარი მიიღო.

ციხეში ყოფნის დროს ის ქრისტიანი აქტივისტი გახდა, დაწერა ავტობიოგრაფიული წიგნი You Die For Me? (”მოკვდებოდი ჩემს გამო?”), დაქორწინდა, გახდა 4 შვილის მამა და შექმნა საკუთარი ვებ-გვერდი.

სხვათა შორის, როკ-მომღერალმა მერლინ მენსონმა გვარი სწორედ ჩარლზ მენსონისგან აიღო, სახელი კი - მერლინ მონროსგან. როგორც მომღერალი ამბობს, მან ”ამერიკული კულტურის ორი სიმბოლო გააერთიანა.”

წყარო BBC

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს