"უგები" ფეხებისთვის ძალიან საშიშია - ექიმები გვაფრთხილებენ

"უგები" ფეხებისთვის ძალიან საშიშია - ექიმები გვაფრთხილებენ

დაბალძირიანი, თბილი "უგები" ჯანმრთელობისთვის საზიანოა. ექსპერტები ამბობენ, რომ UGG-ს მიერ წარმოებული ჩექმის იაფფასიანი ალტერნატივა ქალების ფეხებს ძალიან აზიანებს.

"რადგანაც ეს ჩექმა თბილი და რბილია, ახალგაზრდები ფიქრობენ, რომ ასე ფეხებს ასვენებენ. რეალურად კი ძალიან აზიანებენ კიდურებს. ტერფი ჩექმაში დაფიქსირებული არ არის და სრიალებს. ჩექმები ტერფის თაღს აბრტყელებს, შედეგად კი, შესაძლოა, სერიოზული პრობლემები შეექმნას როგორც ტერფებს, ისე - წვივებს და თეძოებსაც კი," - ამბობს ოსტეოპათიური მედიცინის კოლეჯის ხელმძღვანელი იან დრაისდეილი.

ექიმები ამბობენ, რომ მთელი დღის განმავლობაში "უგების" ჩაცმა ძალიან საშიშია, იმის მიუხედავად, ორიგინალი, ძვირადღირებული ჩექმა გვაცვია თუ მისი პატენტი.

მომზადებულია mirror.co.uk-ის მიხედვით

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს