მსახიობის თავის მოკვეთის სანაცვლოდ ინდოელი პოლიტიკოსი 1 მლნ-ზე მეტს გადაიხდის

მსახიობის თავის მოკვეთის სანაცვლოდ ინდოელი პოლიტიკოსი 1 მლნ-ზე მეტს გადაიხდის

ინდოეთის ნაციონალისტური პარტიის ლიდერი 1 მილიონ დოლარზე მეტს გადასცემს ადამიანს, რომელიც ბოლივუდის მსახიობს დიპიკა პადუკონეს თავს მოჰკვეთს, ინფორმაციას "დეილი მეილი" ავრცელებს.

პადუკონემ ითამაშა ფილმში, რომელიც ინდუსი დედოფლისა და მუსულმანი მმართველის რომანზე გადაიღეს.

პოლიტიკოსმა სურაჯ პალ ამუმ დიპიკასა და რეჟისორ სანჯაი ლილა ბჰანსალის მკვლელობაზე პრემია კვირას დააწესა.

ფილმის პროდიუსერებმა 1 დეკემბერს დაგეგმილი პრემიერა გადადეს. ამუ მიიჩნევს, რომ ფილმი ეკრანებზე საერთოდ არ უნდა გამოვიდეს.

ფილმის გადასაღებ მოედანს მთელი წლის განმავლობაში აქტივისტები თავს არაერთხელ დაესხნენ. ინდოეთის მმართველმა პარტიამ დღეს ამუს მოუწოდა, ინდუსებისთვის აგრესიისკენ მოწოდების გამო საჯაროდ ბოდიში მოიხადოს.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს