ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მელანიამ შვილი კვლავ გამოაჩინა

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მელანიამ შვილი კვლავ გამოაჩინა

აშშ-ის პირველი წყვილი ცდილობს, ცნობისმოყვარე ჟურნალისტებისა და საზოგადოების წინაშე შვილი, ბერონ ტრამპი იშვიათად გამოაჩინონ.

გუშინ კი ბერონი დედასთან ერთად თეთრ სახლში საშობაო ნაძვის ხეს დახვდა და ჟურნალისტებს მისი გადაღების საშუალება მიეცათ.

აშშ-ის პრეზიდენტის 11 წლის შვილი ვაშინგტონში გადასვლის შემდეგ აღარავის შეუნიშნავს.

მელანია და ბერონი სულ რამდენიმე წუთით გავიდნენ ეზოში, სადაც საშობაო ნაძვის ხე ცხენებშებმული მარხილით მიიტანეს. ნაძვს, სავარაუდოდ, ლურჯ ოთახში დადგამენ.

ღონისძიებაზე მელანია ტრამპს  Calvin Klein-ის პალტო, ვიქტორია ბექჰემის ჩექმა და Ralph Lauren-ის სვიტერი ეცვა.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს