უახლოესი დღეების ასტროლოგიური ტენდენციები - ზოდიაქოს რომელ ნიშნებს გაუმართლებთ მომდევნო ერთი თვე

უახლოესი დღეების ასტროლოგიური ტენდენციები - ზოდიაქოს რომელ ნიშნებს გაუმართლებთ მომდევნო ერთი თვე

როგორი იქნება ამ კვირის ასტროლოგიური ტენდენციების პროგნოზი, რისთვის ვიყოთ მზად, რას ავარიდოთ თავი და ან რა დავგეგმოთ?  თემასთან დაკავშირებით პოსტს ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში აქვეყნებს:

"როგორი იქნება ამ კვირის ასტროლოგიური ტენდენციების პროგნოზი, რისთვის ვიყოთ მზად, რას ავარიდოთ თავი და ან რა დავგეგმოთ?

გარდა იმისა, რომ 23-ში გიორგობაა, რასაც ყველა გიორგის მივულოცავთ, ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ამ 7 დღის განმავლობაში ასტროლოგიური თვალსაზრისით, რასაკვირველია, მზის მიერ ნიშნის შეცვლა იქნება.

ოთხშაბათს, 22 ნოემბერს, დილის 7:05 წუთზე ჩვენი მთავარი მნათობი დატოვებს მორიელის ზოდიაქოს და მშვილდოსნის ნიშანში გადავა. მშვილდოსნის ფაზით, ფაქტობრივად, წელიწადი სრულდება და მომავლი წლის გეგმების დასახვის დრო დგება. იუპიტერიანელებისათვის დამახასიათებელი ფილოსოფიური განწყობილება, ფიქრები ცხოვრების არსზე, წლის ბოლოს და გინდ წინასაახალწლოდ - ეს ხომ ძალზე ჩვეულებრივი მოვლენაა.

ზოგიერთ ჩვენგანს შესაძლოა შობის სამშობლოდან მოშორებით, უცხოეთში შეხვედრის სურვილი გაუჩნდეს. მშვილდოსნის სამფლობელო ხომ სწორედ უცხოეთია. არც ისაა გასაკვირვი, თუ კი ამ წლის ბოლოს უცხო ენის პედაგოგის ძებნის სურვილი შეგიპყრობთ- ესეც იუპიტერისეულია. დიდსულოვნება, მიმტევებლობა, რელიგიისა და სხვადასხვა მსოფმხედველობისაკენ გაჩნილი მოულოდნელი ინტერესებიც ამის "ბრალი" იქნება.

თუმცა, რა თქმა უნდა, მთელი თვე ერთნაირი ვერ იქნება და ზოგჯერ უკმეხობის, ამპარტავნებიც და ზედმეტი თვითდაჯერებულობის ჩრდილმაც შესაძლოა რომ გადაჰკრას ჩვენს ქმედებებს. კარგი იქნება, თუ მენტორულ ტონს მხოლოდ იმ შემთხვევებში გამოვიყენებთ, როდესაც ბოლომდე დარწმუნებულები ვიქნებით იმაში, თუ რას ვამბობთ და რამდენად უადგილო ან შესაფერისია ეს ჩვენი ქადაგებები.

სხვა მხრივ, ეს პერიოდი გაცილებით უფრო მშვიდი და ნაკლებ დრამატული იქნება, ვიდრე ღრიანკალის. მეტად კეთილ გავლენას მოახდენს თავად მშვილდოსნებზე, მას მერე , რაც საკუთარ დაბადბისდღეს გადასცდებიან; ასევე ლომებზე, ვერძებზე და ჰაერის ნიშნებზეც. ცოტა შესაძლოა წყლის ნიშნებს გაუჭირდეთ ყურადღების ეპიცენტრიდან გამოსვლა, თუმცა მათ ამჯერად იუპიტერი უჭერთ მორიელიდან მხარს. მიწის ნიშნებისთვის კი სავარაუდოდ შედარებით ნეიტრალური პერიოდი იქნება.

ხაზგასმით მინდა კვლავდაკვლავ ავღნიშნო, რომ ეს არის მხოლოდ მზის მიხედვით გაკეთებული დასკვნები და ეხებათ იმ ადამიანებს, ვინც ჩამოთვლილი ნიშნები ძალზე გამოკვეთილი აქვთ.

კიდევ ერთი ასტროლოგიური მოვლენა, რომელსაც ამ კვირაში ადგილი ექნება და მინდა რომ თქვენი ყურადღება მივაქციო, არის ის, რომ 22 რიცხვიდან თევზებში მოძრავი ნეპტუნი იცვლის თავის მოძრაობის მიმართულებას. აქამდე ის უკუსვლით მოძრაობდა, ახლა კი წინ მავალი, ანუ დირექტული ხდება და ივნისის ბოლომდე მიმართულებას აღარ შეიცვლის.

რასაკვირველია, ეს ოპტიკური ილუზიაა და პლანეტები სინამდვილეში მუდამ ერთი მიმართულებით მოძრაობენ. უბრალოდ, მათი და დედამიწის სიჩქარეებს შორის სხვაობა იწვევს ხოლმე პერიოდულად ასეთ ილუზიას. ანალოგიისათვის შემიძლია ორი მატარებლის მაგალითი მოგიყვანოთ, როდესაც თქვენ ერთერთში ზიხართ და გვერდით ჩამავალი შემადგენლობის სიჩქარე უფრო მეტია ვიდრე თქვენის, იქმნება ხოლმე მცდარი შეგრძნება, თითქოს თქვენი მატარებელი უკუსვლით მიდიოდეს. პლანეტების შემთხვევაშიც დაახლოებით ანალოგიური რამ ხდება.

ასეა თუ ისე, ნეპტუნი დაახლოებით 5 თვის მანძილზეა არის ხოლმე უკუსვლითი ანუ რეტროგრადული. და ამ ხნის მანძილზე მას არც თუ მცირე ქაოსის შემოტანა შეუძლია ჩვენს ცხოვრებაში. თუკი ნატალურ რუკაში ამის მიდრეკილება ჩანს, ზედმეტი შთაბეჭდილებების ზეგავლენით ადამიანი შეიძლება ილუზიებს და თვითმოტყუებას მიეცეს. ან მეორე უკიდურესობაში გადავარდეს და არსებულ სიძნელეებზე " ჩაიციკლოს". ასეთ დროს, სამწუხაროდ, ნარკოტიკებისა და ალკოჰოლისაკენ მისწრაფება მატულობს. მითუმეტეს, რომ თევზების ზოდიაქოც, რომელშიც ნეპტუნი აგერ უკვე რამდენიმე წელია იმყოფება, საკმაოდ უწყობს ხელს მსგავსი სიტუაციების წარმოქმნას. აქვე შეგახსენებთ, რომ ნეპტუნი 17 ივნისიდან იყო ასეთ უკუსვლით მდგომარეობაში.

ახლა კი, ვინაიდან და რადგანაც ნეპტუნი კვლავ წინმავალია, შეიძლება ითქვას, რომ თავგზააბნეულობის საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდი დამთავრდა. რასაც ყველას გილოცავთ.

თუმცა ნეპტუნი მოგეხსენებათ წყლის სტიქიის პლანეტაა და მისი ნებისმიერი მიმართულებით შემობრუნება ხელს უწყობს ხოლმე ნალექიანობის ზრდას. ასე რომ, ამ მხრივაც ალბათ უკვე ცვლილებებს უნდა ველოდოთ და ქოლგები უფრო ხშირად ვატაროთ უკვე თან.

23-ში, ხუთშაბათს, დღის მეორე ნახევარში მომეტებული სიფხიზლე და ყურადღება გვმართებს, ვინაიდან 14:33დან გვიან ღამემდე მთვარე უკურსოა. გაუგებარი რომ არაფერი დაგვრჩეს, მოდით, ცოტა უკეთ გავერკვეთ, რას ნიშნას ტერმინი უკურსო მთვარე?

მოგეხსენებათ, რომ მთვარე ის ციური სხეულია, რომელიც ყველაზე მეტ ზეგავლენას ახდენს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე, ასტროლოგები მუდამ ყურადღებით აკვირდებოდნენ ამ მნათობს და შეამჩნიეს, რომ ჩვენზე და ჩვენს საქმეებზე არამხოლოდ მისი ფაზების ცვლილება ახდენს ზეგავლენას, არამედ ისიც - აკეთებს თუ არა მთვარე რაიმე ასპექტს ახალ ზოდიაქოში გადასვლის წინ... თუ მთვარე ასპექტის გარეშე რჩება, მას "უკურსო ან თავისუფალ სვლაში წასულ მთვარეს" ვეძახით. ეს პერიოდი შესაძლოა გრძელდებოდეს რამოდენიმე წუთი ან საათიც და მთელი დღეც..

ძველ დროში, ხშირად ადამიანები ასტროლოგებს აკითხავდნენ, რათა გაეგოთ, იპოვნიდნენ თუ არა დაკარგულ ბეჭედს, ან ღირდა თუ არა სავაჭროდ გამგზავრება, ვთქვათ, მომავალ პარასკევს. უკურსო მთვარის დროს მსგავსი კითხვებით მისულ ადამიანს ასტროლოგი პასუხობდა - "არაფერი გამოვაო"...

რატომ? იმიტომ, რომ თუ არ არის ასპექტები, ესე იგი არ შედგება მოვლენებიც! მთვარე არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ძლერ გავლენას ახდენს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებისეულ სიტუაცებზე, ცხოვრების ყოველ სფეროზე. თავისი სწრაფი მოძრაობის გამო მთვარე დღის განმავლობაში არაერთ ასპექტს ქმნის სხვადასხვა პლანეტებთან, რაც იწვევს კიდეც ამათუიმ მოვლენის ფორმირებას. თავისუფალ სვლაში წასული მთვარის დროს კი ცხოვრება თითქოს "დაპაუზებულია", დამუხრუჭებული. ნებისმიერი ქმედება, როგორ კარგადაც არ უნდა იყოს დაგეგმილი, ამ დროს ან ურეზულტატოდ რჩება ან საერთოდ გამოდის კონტროლოდან.

ამ ხნის განმავლობაში. ასეთ პერიოდში არ ღირს არანაირი მნიშვნელოვანი საქმის წამოწყება, თუკი გსურთ, რომ რეზულტატი დადებითი იყოს.

უკურსო მთვარის დროს ადამიანები არამობილიზირებულები, გონებაგაფანტულები და დაბნეულები ვხდებით ხოლმე. ამიტომ ნუ მოაწერთ ხელს ხელშეკრულებებს, ყურადღებით გადაიკითხეთ საბუთები, ეცადეთ, არ დაჯდეთ საჭესთან. ნუ დანიშნავთ მნიშვნელოვან შეხვედრებს, ნუ შეიძენთ მსხვილ შენაძენებს. დაუშვებელია ამ დროს ქირურგიული ოპერაციების ჩატარება. მოკლედ, მხოლოდ ისეთი საქმეებით უნდა დაკავდეთ, რომლებიც რუტინულია და ჩვეული.

აქვე ალბათ უნდა ისიც ვთქვათ, რომ თუ თქვენ ყოველდღე გიწევთ საბუთების გაფორმება (დავუშვათ, სამსახური გაქვთ ასეთი) ეს თქვენთვის რუტინულ ქმედებაში ჩაითვლება და მთვარის თავისუფალი სვლა არ იმოქმედებს დოკუმენტების სიზუსტეზე.

სამაგიეროდ, უკურსო მთვარის დროს შეგიძლიათ გასცეთ ისეთი დაპირებაც კი, რომლის შესრულებას არც აპირებთ. რადგან მომავალში მის შეუსრულებლობაზე პასუხს არავინ მოგთხოვთ. ასტროლოგებს შორის საყოველთაოდ ცნობილია ის ფაქტი, რომ საბჭოთა კავშირსა და გერმანიას შორის თავდაუსხმელობის პაქტი სწორედ უკურსო მთვარის დროს იქნა დადებული. დღეს უკვე ცნობილია ისიც, რომ ჰიტლერი არც აპირებდა ამ ხელშეკრულების შესრულებას.

ჩვეულებრივ, ყოფით დონეზე კი, თუ გსურთ, ვინმესთან ურთიერთობის გარკვევა, მაგრამ ისე, რომ ამას თქვენთვის უარყოფითი შედეგი არ ჰქონდეს, შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს მომენტი. დაემუქროთ თქვენს პარტნიორს, რომ გაწყვეტთ მასთან ურთიერთობას, ან მოსთხოვოთ უფროსს ხელფასის მომატება ისე რომ არ შეგეშინდეთ, რომ ასეთი გამბედაობისთვის საერთოდ დაგითხოვენ. დაპირდეთ მეუღლეს, რომ უსათუოდ წაიყვანთ კრუიზში, ან უყიდით მის საოცნებო ნივთს, რომლის შეძენაც სინამდვილეში თქვენ უაზრობად მიგაჩნიათ. თუმცა ალბათ ეს არც თუ ისე კარგი საქციელი იქნება ზნეობრივი თვალსაზისით თუ შევხედავთ.

შუასაუკუნეების ერთ-ერთი ცნობილი ასტროლოგი - გვიდო ბონათი მიიჩნევდა, რომ ალკოჰოლის გამოყენება უკურსო მთვარის დროს არ იწვევს ზედმეტ გართულებებს. ზოგადად კი ეს პერიოდი უბრალოდ დასვენების, გართობის, მათ შორის - წიგნის კითხვისთვისაც არის ხელსაყრელი. მაგრამ 23 ხუთშაბათია, სამუშაო დღე და თუ თქვენ სამსახურში ხართ, ცხადია იქ დასვენებას და გართობას ვერ მოახერხებთ. ასეთ შემთხვევაში გამოიყენეთ დრო რუტინული ჩვეული ქმედებებისთვის, რომლებსაც არ სჭირდებათ ჩვენგან დიდი ძალისხმევა და ყურადღების კონცენტრაცია.

და რადგან ასეთი მნიშვნელოვანია ეს პერიოდი, კიდევ ერთხელ დავაზუსტოთ, თუ როდიდან როდემდე იქნება მთვარე უკურსო - ეს მდგომარეობა დაიწყება 23 ნოემბერს 14:33 დან და 24 ნოემბრის 00:14 წუთამდე გასტანს.

აი, ასეთი გახლდათ ამ კვირის ასტროლოგიური ტენდენციების მოკლე მიმოხილვა.

წარმატებებს გისურვებთ!".

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს