16 წლის კაპიტანი გოგონა გასაჭირშია

16 წლის კაპიტანი გოგონა გასაჭირშია

16 წლის ამერიკელი მოგზაური ები სანდერლენდი, რომელიც მსოფლიოს გარშემო სამოგზაუროდ იახტით გაემართა, ინდოეთის ოკეანეში დიდ გასაჭირშია.

მისი ძმა ზაკი, რომელმაც 17 წლის ასაკში ასევე მარტომ შემოიარა მსოფლიო, აცხადებს, რომ ბოლოს ების რადიოს საშუალებით 9 ივნისს დაუკავშირდა. ამის შემდეგ მოგზაურმა მალევე გაააქტიურა ავარიული შუქურები.

ები სანდერლენდი აფრიკისა და ავსტრალიის სანაპიროდან, სავარაუდოდ, 3220 კმ-ს დაშორებით იმყოფება.

იახტის მიმართულებით სამაშველო გემები უკვე გაემართნენ, თუმცა ისინი, საუკეთესო შემთხვევაში, მხოლოდ ორ დღეში შეძლებენ დანიშნულების ადგილზე მისვლას.

გემების გარდა, ახალგაზრდა მოგზაურის დასახმარებლად ავსტრალიის დასავლეთ სანაპიროდან ვერტმფრენი გაემგზავრა. მას წინ ოთხსაათიანი ფრენა ელის.

როგორც ზაკ სანდერლენდმა ჟურნალისტებს განუცხადა, მისი და გამოცდილი მეზღვაურია. თუმცა მან აღნიშნა, რომ რადიოკავშირის გაწყვეტის გამო ძალიან ღელავს.

"ავარიული შუქურები იმის მაუწყებელია, რომ რაღაც პრობლემა აქვს. ჩემი და გამოცდილი მეზღვაურია, მაგრამ ახლა ის ინდოეთის ოკეანეში იმყოფება და ეს კი ძალიან სახიფათო ადგილია", - განაცხადა ზაკმა.

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს