ვინ იყო წმინდა გიორგის "წარმართი წინამორბედი" ქართულ კულტურაში და რას განასახიერებდა ის

ვინ იყო წმინდა გიორგის "წარმართი წინამორბედი" ქართულ კულტურაში და რას განასახიერებდა ის

ასტროლოგი ხათუნა ნოელი ქართულ კულტურაში წმინდა გიორგის  "წარმართი წინამორბედის" შესახებ "ფეისბუქში" პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"ნუ დავივიწყებთ ჩვენს ფესვებს, ჩვენს ისტორიას! - ეს მოწოდება ხშირად გაისმის ხოლმე ქართველთა შორის. მართლაც, ჩვენ საოცრად ხანდაზმული ერი ვართ და შესაძლოა რაღაცები თანდათან ქრებოდეს ერის მეხსიერებიდან. ეს რომ ასე არ მოხდეს, ნება მიბოძეთ, შეგახსენოთ ის, რაც შესაძლოა თქვენც იცით... ან არც იცით...

ჩვენ, ქართველებს ბევრად უფრო ადრე გვყავდა ჩვენი გიორგი, ვიდრე მისი ქრისტეანული სეხნია გამოჩნდებოდა.

ბარშიც, უფრორე კი მთის მოსახლეობაში, ფართედ იყო გავრცელებული თაყვანისცემა გიორგისადმი. მაგალითად, სვანები მას მოიხსენებდნენ, როგორც ჯგრაგს ან ჯარგის, მეგრელები ჯეგეს ეძახდნენ, მთიელები კი რიგ შემთხვევებში - ჯვარს. ზოგ მაღალმთიან სოფლებში დღემდე შემორჩენილი წარმართული ჯვრის სალოცავები სწორედ ღვთაება გიორგისადმია მიძღვნილი; რაც შეეხება ბარის მოსახლეობას, ისინი მას თეთრი გიორგის სახელით იცნობდნენ.

მაინც რისი ღვთაება იყო არქაულ საქართველოში გიორგი?

მკვლევართა აზრით, მთის მოსახლეობა მას გარეულ ცხოველებზე მონადირეთა მფარველად მიიჩნევდა, ბარისა-მხვნელ-მთესველთა. თუმცა უდავოა, რომ ამავდროულად, ისინიც და ესენიც გიორგის ზეციური ცეცხლისა და ჭექა-ქუხილის ღმერთადაც თვლიდნენ.

ქართველ ისტორიკოსთა ნაშრომებში, აგრეთვე კათოლიკე მისიონერთა მიერ ჩატარებულ კვლევებში იკვეთება ისიც, რომ ამ ღვთაებას ჩვენი წინაპარები მკვდრეთით აღდგომის უნარსაც მიაწერდნენ. მისი ტრანსფორმაცია - ანუ ყოველწილიური კვდომა და აღდგომა ბუნების ძალების კვდომა-განახლებებს განასახიერებდა.

აქვე უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ გიორგი არ წარმოადგენდა მთავარ ღმერთს ქართულ პანთეონში. ამ ფუნქციას ჩვენთან უზენაესი ღმერთი - მორიგე ასრულებდა. თუმცა დავუბრუნდეთ ისევ გიორგის. ის კოპალასთან, იახსართან, პირქუშთან, ხმალასთან, სამძიმარასთან და სხვებთან ერთად ეგრეთწოდებულ ხვთისშვილთა რანგიდან იყო. ხვთისშვილი, ფაქტიურად ძველ ქართულ მითოლოგიაში ანგელოზთან არის გაიგივებული. მიიჩნევა, რომ ადამიანებთან კონტაქტის დროს, ის თითქმის ყოველთვის (თეთრ) ცხენზე ამხედრებული მოდიოდა.

ალბათ გასაკვირი არ უნდა იყოს ამდენი პარალელების მერე რომ ასე ადვილად დაიმკვიდრა ჩვენში წმინდა გიორგის სახემ ადგილი და ფაქტიურად ჩაენაცვლა წარმართულ გიორგის.

23 ნოემბერი წმ. გიორგის ხსენების დღეა! მე ჩემ თავს უფლებას მივცემ და ორივე გიორგის დღესასწაულს ერთდროულად მოგილოცავთ!".

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს